საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინისადმი სამხედრო დახმარების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო არასდროს ჩავერთვებით. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდი, მმართველი გუნდი, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ხალხის წინაშე“, - უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
შეკითხვას, ვის მხარეზეა ამ ომში, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ საქართველოს მხარეზეა და მის ინტერესებს იცავს. მან არ უპასუხა დამატებით კითხვას, რა არის საქართველოს ინტერესი - უკრაინის გამარჯვება თუ რუსეთის.
ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „ომში ჩართვის“ თემას და თქვა, რომ „ძალიან ბევრი რაღაც საჯაროდ არ ითქმის“.
„ერთს გეტყვით მთავარს, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა, საჯაროდ განაცხადეს, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცნენ, არამედ ქართველებიც. ეს ფრონტი და ეს ომი უნდა გადავიდეს საქართველოშიცო - ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. ამის გარდა, ჩვენ ძალიან ბევრი ანალოგიური შინაარსის განცხადება მოვისმინეთ.
კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც, სამწუხაროდ, საუბედუროდ, არ ითქმის საჯაროდ, მაგრამ მადლობა ღმერთს, დღეს ქვეყანაში არის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ჩვენ, ყველანი, ხელისუფლება, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი, უზენაესი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნისა და საქართველოს ინტერესები.
ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, ყველა ხალხს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში უკრაინაში საშინელი ომი დაიწყო, მთელი ერი გაერთიანდა და საქართველომ 190 ქვეყანას შორის ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას.
„იცით, რომ მანამდე, ჩვენ ასევე დავეხმარეთ საქართველოში უკრაინელ დევნილებს, ლტოლვილებს. მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ მათ და ახლაც გრძელდება ეს დახმარება, მაგალითად, როგორიცაა უკრაინულ ენაზე განათლება. უკრაინელი ბავშვები იღებენ განათლებას უკრაინულ სკოლებში, რომლებიც ჩვენ გავხსენით. რაც შეეხება სხვა დამატებით დახმარებას - ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, დახმარების საშუალებას გამოვნახავთ და რა თქმა უნდა, ამ დახმარებას გავაგრძელებთ“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო, დღემდე გრძელდება. საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლი ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ სამხედრო დახმარებისთვის მოძმე საქართველოსადმი მიმართვა იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა-არ გადარჩენაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, სრულიად გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი იყო, რადგან 1993 და 2008 წლების ომებში უკრაინამ საქართველოს ჰუმანიტარული, სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური კუთხით საქართველოს დიდი დახმარება გაუწია: „სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებისგან ჩვენ არ მიგვიღია პასუხი“, - განაცხადა გუშინ, 6 დეკემბერს კასიანოვმა. ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა თქვა ისიც, რომ უკრაინულმა მხარემ საქართველოს მთავრობას ერთი თვის წინ გენერატორებით დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.