გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა (CRC) შეაჩერა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ბენეფიციარების შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს. ამის შესახებ ქალთა და ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „საფარის“ დირექტორმა, ბაია პატარაიამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 3 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 4 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 5 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 6 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
ბაია პატარაიას თქმით, კომიტეტმა განიხილა „საფარის“ ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბენეფიციარის საქმე და საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდა, თავი შეიკავოს ბავშვის პირადი ინფორმაციის გამოთხოვის, გასაჯაროების და გადაცემისგან ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროსთვის.
„ეს იმას ნიშნავს, რომ გაეროს კომიტეტმა შეაჩერა სასამართლოს ბრძანების აღსრულება საქართველოში. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. ამ გადაწყვეტილების შესრულებით საქართველოში დაცულია არა ერთი, არამედ ყველა ბავშვის უფლება. რაც მთავარია, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოვახერხეთ დაგვეცვა ჩვენი ბენეფიციარების - ბავშვების და ქალების უფლებები.
ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა და ის გავრცელდება ყველა მსგავს შემთხვევაზე და საქმეზე.
საქართველოს პრაქტიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, ყოველთვის სრულდებოდა როგორც გაეროს, ისე სტრასბურგის სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებები. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას და შეაჩერებს იმ ბრძანების მოქმედებას, რომელიც საფრთხეში აყენებს ბენეფიციარის პირად მონაცემებს“, - განაცხადა ბაია პატარაიამ დღეს, 18 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე.
როგორც „საფარში“ განაცხადეს, გაეროს კომიტეტის სწრაფი რეაგირება გულისხმობს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების შესაჩერებლად და, ამავდროულად, ხდება თვალსაჩინო, რომ საერთაშორისო საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოების დევნაზე თვალს არ ხუჭავს.
ანტიკორუფციული ბიურო, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციისგან ბოლო 17 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალურ, ყოვლისმომცველ ინფორმაციას ითხოვს. ეს მოიცავს ძალადობის მსხვერპლი ქალების და ბავშვების, აქციებზე ნაცემი დემონსტრანტების, პოლიტიკური დევნის ობიექტების, ყოფილი საჯარო მოხელეების, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში ჩართული არასრულწლოვანების პირად მონაცემებსაც.
„ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს. ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ“, - არასამთავრობო ორგანიზაციები უარს ამბობენ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის შესრულებაზე.
