საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართავს, ჰერეთში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია მოქმედი ტაძარი გახდეს და საქართველოს საპატრიარქოს ღვთისმსახურების რეგულარულად ჩატარების უფლება მიეცეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
საპატრიარქოს გამოეხმაურა ინტერნეტში გავრცელებულ მუსიკალურ ვიდეოკლიპს, რომლის კადრებიც ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარშია გადაღებული.
„კადრებში ჩანს, რომ აზერბაიჯანელი მუსიკოსი ტაძრის ამბიონზე დგას და „აჭარულის“ მელოდიისა და სიმღერის თანხლებით ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე „ასრულებს“ გარკვეულ კომპოზიციას. მოგვიანებით შემსრულებელმა კომპოზიცია Youtube არხიდან წაშალა და განაცხადა, რომ ეს ვიდეო ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოსახატავად გადაიღო და მას სხვა მიზანი არ ამოძრავებდა. სამწუხაროდ, ეს ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰერეთში მდებარე ქართულ სიწმინდეს – ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს ასე უპატივცემულოდ ეპყრობიან და იყენებენ ცალკეული ვითომ კულტურულ-სახელოვნებო კამპანიისათვის“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქო აზერბაიჯანის ხელისუფლებას და სულიერ ლიდერს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მიმართავს, დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება მომავალში მსგავსი შემთხვევების აღმოსაფხვრელად.
„იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მსგავსი უპატივცემულო შემთხვევების დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება და შესაბამისი ორგანოებისა და პირების მხრიდან სათანადო რეაგირების შედეგად პასუხგაუცემელი არ დარჩება.
მსგავსი შემთხვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრებისათვის თავდაპირველი დანიშნულების აღდგენა.
ამიტომ მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია გახდეს მოქმედი ტაძარი და საქართველოს საპატრიარქოს მიეცეს მასში ღვთისმსახურების რეგულარულად ჩატარების უფლება, რადგან ზემოაღნიშნული ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა და მუდმივად ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რომელიც იწვევს დაძაბულობას, საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას და რელიგიური გრძნობების შელახვას“, - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.
ქურმუხის ეკლესია მე-19 საუკუნეშია აშენებული და ქალაქ კახიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს. მას აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ისტორიულ-კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. აზერბაიჯანის ხელისუფლება ქართველ მღვდელმსახურებს ქურმუხის ეკლესიაში მსახურების ჩატარების უფლებას წელიწადში ორჯერ, გიორგობისთვის, 6 მაისს და 23 ნოემბერს აძლევს.
