პარტიამ „მოქალაქეები“ დღეს „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსარჩელეები 70 წლამდე პენსიონერები არიან, დავის საგანი კი „ოვერდრაფტის“ ხელშეკრულებებია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 4 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 5 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
- 6 კომისარი ო’ფლაერტი: მზია ამაღლობელის პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია
„მოქალაქეების“ წევრი, იურისტი გიორგი რეხვიაშვილი განმარტავს, რომ სარჩელით „ოვერდრაფტის“ ხელშეკრულებების ბათილად ცნობას და ვალდებულების შესრულებულად ჩათვლას ითხოვენ.
„პენსიონერებმა 2019 წელს რა თანხაც გამოიტანეს, უკვე სამჯერ მეტი აქვთ დაფარული, თუმცა ამ ხუთი წლის განმავლობაში ძირის ერთი ლარიც არ მოკლებიათ. ვითხოვთ ხელშეკრულებების ბათილობას და გადახდილი თანხის ვალდებულების შესრულებად ჩათვლას. თუ სასამართლო ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, გადაწყვეტილებას პრეცედენტული მნიშვნელობა ექნება და სხვა პენსიონერებზეც იმოქმედებს.
არის მეორე გარემოებაც: სასამართლოში სარჩელის შეტანამდე „ლიბერთი ბანკს“ მივმართეთ და მოვითხოვეთ როგორც სესხის განულება, ისე ხელშეკრულებების გადმოცემა. მათ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და არც ხელშეკრულებები მოგვცეს. გვითხრეს, რომ არქივში ეძებენ, რაც გაუგებარია, რადგან მიმდინარე სესხებზეა საუბარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთ სესხებზე, რომლებზეც ხელშეკრულება არ იძებნება, აგრძელებენ პენსიონერების ძარცვას და აჭრიან პენსიას“, - უთხრა გიორგი რეხვიაშვილმა „საქართველოს ამბებს“.
„პენსიონერები „ოვერდრაფტს“ ეძახიან ვალს სიცოცხლის ბოლომდე, რადგან მიიჩნევენ, რომ ისინი თავად ამას ვერ დააბრუნებენ. „ოვერდრაფტი“ ყველაზე ძვირი საბანკო პროდუქტია. ბანკის თანამშრომლებმა პენსიონერებს არ აუხსნეს, რა საფრთხეებს შეიცავდა ის; არ აუხსნეს, რომ მათი გადახდილი თანხა წავიდოდა მხოლოდ ბანკის მომსახურების საკომისიოში და სესხის ძირს არაფერი დააკლდებოდა“, - ამბობს „მოქალაქეების“ წევრი, დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი და აღნიშნავს, რომ მის პარტიას ყოველდღიურად ასობით პენსიონერი უკავშირდება.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა (ასაკით პენსიონერი) რიცხოვნობამ 838 100 შეადგინა.
354 ათას პენსიონერს და სოციალური შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული. „ლიბერთი ბანკის“ მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, გასული წლის მესამე კვარტალში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 29.4% იყო. საპენსიო სესხების მთლიანი პორტფელი 401 მილიონ ლარს აღწევდა.
ამ თემაზე:
ომბუდსმენი ითხოვს, „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერები სესხის გადახდის ძველ პირობებზე დააბრუნოს
