საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი წესდება. N36 დადგენილებაში შესატანი ცვლილების შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი იქნება 10%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის - 20%, არაუმეტეს 1000 ლარისა; საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის - 30%, არაუმეტეს 1500 ლარისა.
„ძველ დადგენილებაში იყო ჩანაწერი, რომელიც პაციენტების მხრიდან მხოლოდ პროცენტულ თანაგადახდებს განსაზღვრავდა. მაგალითად, სოციალურად დაუცველის შემთხვევაში 0%-ია და სრულად სახელმწიფო აფინანსებს სამედიცინო ჩარევებს. პენსიონერების შემთხვევაში 10%-ია, ბავშვების შემთხვევაში 20% და 40 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე მოქალაქეების შემთხვევაში - 30%. ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ჭერი, ანუ სოციალურად დაუცველი პირების შემთხვევაში თანაგადახდა, რასაკვირველია 0% დარჩა. პენსიონერის თანაგადახდის წილი 10%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარი იქნება ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში; 18 წლამდე ბავშვების და შშმ პირების შემთხვევაში 20% და არაუმეტეს 1000 ლარი, ხოლო სხვა დანარჩენის, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც დაახლოებით 3500 ლარზე ნაკლებია, იქნება 30% და არაუმეტეს 1500 ლარი.
რამდენად ძვირადღირებულიც არ უნდა იყოს სამედიცინო ჩარევა, პაციენტს მოუწევს მაქსიმუმ იმ ჭერის გადახდა, რაც განვსაზღვრეთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.
მთავრობა დადგენილებაში ცვლილებებს პაციენტების ინტერესების გათვალისწინებითა და მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნებით ხსნის.
