სასამართლოში გაასაჩივრეს ცესკოს დადგენილება საუბნო კომისიის წევრების ფუნქციების განაწილებაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი დადგენილება, რომლის თანახმადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების განაწილება არა არჩევნების დღეს, არამედ ერთი კვირით ადრე მოხდება, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ცესკოს წევრი და პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე დადგენილების სამართლებრივ საფუძველს არ ეთანხმება. გარდა ამისა, ის ფიქრობს, რომ თუ ერთი კვირით ადრე იქნება ცნობილი კომისიის წევრების ფუნქციები, ხელისუფლებას მათზე ზეწოლის შესაძლებლობა გაუჩნდება.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ქართული ოცნება“ ყველაფერს ცდილობს, მიიტაცოს ქართველი ხალხის არჩევანი და გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. „ქართული ოცნება“ არ მოერიდა ისეთი საარჩევნო რეფორმების გატარებას, რომელმაც ქვეყანას უკან გადაადგმევინა ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე, მან მიიღო ისეთი საარჩევნო რეფორმები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა 9 დათქმას და დააკანონა ერთპარტიული ცესკო, აირჩია არალეგიტიმური ცესკოს თავმჯდომარე. პარლამენტის შემდეგ ახლა უკვე ისეთი ვითარება შეიქმნა ცესკოში, რომ თვითონ ერთპარტიული ცესკო იღებს „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო დადგენილებებს. ბოლო საარჩევნო რეფორმით ცესკოს ოპოზიციონერ წევრებს უკანასკნელი სამართლებრივი ბერკეტიც მოუსპო და ახლა დადგენილებების მისაღებად ოპოზიციონერი წევრების მხარდაჭერა აღარ არის საჭირო.

პარასკევს, ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც უკვე შესაძლებელი ხდება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილება ერთი კვირით ადრე განხორციელდეს, ნაცვლად არჩევნების დღესა. ეს ძალიან საგულისხმო და მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სუს-ს [სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური] ერთი კვირით ადრე ეცოდინება უმნიშვნელოვანესი ფუნქციების მატარებელი ადამიანების ვინაობა, რაც აძლევთ მათ შესაძლებლობას, ზეწოლა და ზეგავლენა მოახდინოს მათზე.

სამართლებრივადაც ეს არის პრობლემური იმიტომ, რომ ამის დადგენის უფლებამოსილება ცესკოს არ გააჩნია, თუმცა, ბუნებრივია, ერთპარტიულმა ცესკომ გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომაც ახლა კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ასაჩივრებს ცესკოს დადგენილებას“, - განაცხადა სიორიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო და სასამართლო პროცესი ხვალ, 20 აგვისტოს გაიმართება.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განმარტებით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, წილისყრა კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების მიზნით ისედაც არჩევნებამდე 7 დღით ადრე ტარდება. „ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ერთგვაროვანი პრინციპის უზრუნველყოფა, როგორც ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე, ასევე, იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სახელი, გვარები და მონაცემები ისედაც ცნობილია. აქედან გამომდინარე, ამ თვალსაზრისით, წილისყრის პროცედურის გადმოტანა კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა, არსებითად სივრცეს და გარემოს ვერ შეცვლის“, - განაცხადა სანტურიანმა.

საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოს 16 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არაუგვიანეს 19 ოქტომბერისა კომისიის წევრებს შორის უნდა გაანაწილოს შემდეგი ფუნქციები: ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი, ამომრჩეველთა რეგისტრატორი, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები; საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი.

როგორც ცესკოს სხდომაზე განაცხადეს, საპარლამენტო არჩევნები დაახლოებით 2200 საარჩევნო უბანზე ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდება, ხოლო 700 უბანზე - ე.წ. ტრადიციული წესით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.