საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე; ასევე, ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცესკოში დადგენილება, რომელმაც არჩევნებში მონაწილე მოქალაქეთა წრის გაფართოება შესაძლებელი გახადა, ოპოზიციამ დააინიცირა. კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ თამარ კორძაიას თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია იძულებული გახდა, დადგენილებისთვის მხარი დაეჭირა.
„აღმოჩნდა, მათ უკვე იცოდნენ, რომ რეგისტრირებულია 800 ადამიანი, რომელსაც ხმის მიცემის უფლება წართმეული ჰქონდა და ხელს არ ანძრევდნენ, ვიდრე ჩვენ არ ვუთხარით, რომ პრობლემის გადაჭრის გზა არსებობს. რა პრობლემაა, რომ ადამიანმა, რომელიც საქართველოში არ არის ერთიან სიაში მოხვედრილი და საზღვარგარეთ იმყოფება, იქ მისცეს ხმა? საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს პასპორტი აქვს. ეს წარმატება მინდა, ყველას მივულოცო, ვინც იბრძოდა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - განაცხადა კორძაიამ.
ოპოზიციური კოალიციის წევრები საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის რეგისტრაციის ვადის სამი დღით გახანგრძლივებას და 10 ოქტომბრამდე გადაწევასაც ითხოვდნენ, რასაც ცესკომ მხარი არ დაუჭირა.
„მათი პოლიტიკური ნება რეალურად არის ამომრჩევლის შეზღუდვა. 10-მდე შეეძლოთ გადაეწიათ, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ 800 რეგისტრირებული ამომრჩეველი მისცემს ხმას და კიდევ რამდენიც მოახერხებს გაივლის რეგისტრაციას და ისარგებლებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. ყველას მოვუწოდებ, მაქსიმალურად იაქტიურონ და გაიარონ რეგისტრაცია იმ ქვეყნის საკონსულოებში, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი და სადაც თავად იმყოფებიან ამ ეტაპზე.
ამ ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენ წარმატებად მიგვაჩნია, ცესკო ვერ დაიძვრენს თავს იმ დარღვევებისგან, რაც მან ემიგრანტებთან მიმართებაში ჩაიდინა. ათასობოთ ადამიანი გვრჩება კონსტიტუციური უფლების დარღვევის ფარგლებში, იმიტომ, რომ ცესკომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ ვერ უზრუნველყვეს დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.
26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ, 42 ქვეყანაში მხოლოდ 60 საარჩევნო უბანს გახსნის.