იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხრივ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში, სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მიღებენ გადაწყვეტილებას, რომ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, ეს პროცედურები, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად გაუმარტივდეთ.
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოუწევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე და არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითიც დაიზოგება დრო და რესურსი.
მეორე ცვლილება ეხება იმას, რომ პირს უფლება ექნება, წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდა გადააბაროს შეუზღუდავად. იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება დადებითი შედეგი, ეს ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში.
ასევე, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან ექვს თვემდე მცირდება, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.
ასევე, მეოთხე ცვლილება უკავშირდება ჩვენ მიერ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
