გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს. სააგენტო ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მაღალი ინტერესით ხსნის. აქამდე, წყლის ხარისხი ყოველთვიურად მოწმდებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები. აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში გაიგზავნება.
„ლაბორატორია აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო-დანადგარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხელსაწყოებს აქვს უნარი, განსაზღვროს სხვადასხვა კომპონენტები მაღალი სიზუსტით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლაბორატორია აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 სტანდარტის მიხედვით“, - განაცხადა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ელინა ბაქრაძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საზოგადოებას ანალიზების შედეგები ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე ეცნობება. 19 ივნისის მდგომარეობით, ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებში იყო.
შავ ზღვაში წყლის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები უკრაინაში, ხერსონის ოლქში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ნოვა კახოვკის ტერიტორიაზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შემდეგ გაჩნდა. 6 ივნისს, კაშხლის ნგრევამ მდინარე დნიპროს ადიდება და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. კახოვკის ჰესის წყალსაცავში დაახლოებით 18 მილიონი კუბური მეტრი წყალი იყო.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადეს, რომ წყალდიდობის ზონაში 80 დასახლებული პუნქტი აღმოჩნდა. მდინარეში სულ მცირე 150 ტონა ძრავის ზეთი ჩაიღვარა და არსებობდა დამატებით 300 ტონაზე მეტის გაჟონვის საფრთხე.
რუსეთი და უკრაინა მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარე აცხადებს, რომ ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.