შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, ცხედრები სტიქიის ზონიდან პროზექტურაშია გადასვენებული. 25 ადამიანს კვლავ ეძებენ. დაკარგულებს შორის ბავშვებიც არიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
„ჩვენ გუშინ გავაჟღერეთ, რომ 50 ადამიანთან ვერ ხერხდებოდა კომუნიკაცია. ამ ინფორმაციის გაფილტვრის შედეგად, ეს რიცხვი 36-მდე შემცირდა. ეს 14 ადამიანი სწორედაც რომ... გაფილტვრის შედეგად მოხდა დაზუსტება. იყო დუბლირებული შემოსული ზარები და იყო შემთხვევები, როდესაც გამოჩნდნენ ადამიანები, ვისთანაც დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა კომუნიკაცია. იყო ფაქტები, როცა ტყეში ჰქონდათ თავი შეფარებული. ჩვენ გუშინვე ორ უსაფრთხო ლოკაციაზე მოვახდინეთ მათი შეკრება და მათ ღამე მეხანძრე-მაშველებისა და პოლიციელების თანხლებით გაატარეს. დილის საათებში მოხდა მათი უსაფრთხო გადმოყვანა, საერთო ჯამში, 210 ადამიანის.
გამორიცხული არაფერი არ არის, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მოხდება ადამიანების ცოცხლად ნახვა, თუმცა მოლოდინი 50/50-ზე შეიძება იყოს“, - აღნიშნა მღებრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ ოჯახის წევრებს ამ დრომდე ეძებენ, სტიქიის ზონაში ხვალ გადაიყვანენ.
„პარალელურად, დღეს საღამოდან, დაახლოებით 10 საათიდან შეგვეძლება იდენტიფიკაციის მიზნით წარმოვადგინოთ გარკვეული ადამიანები, მივიყვანოთ პროზექტურაში და დავიწყოთ იდენტიფიკაციის პროცედურები. დღეს პროზექტურაში ჯამში 11 ცხედარის გადმოსვენება მოხდა“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი, რასაც წინ მეწყრული პროცესები უძღოდა, 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე განვითარდა. ღვარცოფმა მთლიანად გაანადგურა კურორტზე არსებული კოტეჯები, დააზიანა სასტუმროები, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა, 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. სამაშველო ოპერაციაში 400-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. მათგან 150 სტიქიის ზონაში ღამის განმავლობაშიც იმყოფებოდა, ვერტმფრენებმა მუშაობა კი დაღამებისთანავე შეაჩერეს.
