ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ გუდაუთის რაიონში, რიწის ტბასთან მდებარე, 1947 წელს აშენებული „სტალინის აგარაკი“ აუქციონზე გაიყიდა. სახელმწიფო აგარაკების ე.წ. სამმართველოს ხელმძღვანელის, ბესლან კვიცინიას განცხადებით, აგარაკი „ეროვნული საგანძურია“ და მისი კერძო პირისთვის მიყიდვა არ შეიძლება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
კვიცინიას თქმით, ოპოზიციური მედია საშუალებები ავრცელებენ გარკვეული პირის ვიდეოჩანაწერს, სადაც ის ამტკიცებს, რომ „სტალინის აგარაკი“ აუქციონზე შეიძინა.
„მისი სიტყვებით, აღნიშნულმა ობიექტმა, რომელიც 850 ათას რუბლად იყიდა, უახლოეს მომავალში უზარმაზარი მოგება უნდა მოუტანოს. ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. რიწის პარკის ტერიტორიაზე განთავსებული „სტალინის აგარაკი“ ეროვნული საგანძურია და არ შეიძლება კერძო პირზე გაიყიდოს.
აღნიშნული აგარაკის ირგვლივ ჭორების გავრცელება ახალი ამბავი არ არის. ჯერ კიდევ 2005 წელს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა ცნობა, თითქოს აგარაკის ყიდვა რუს ბიზნესმენსა და მილიარდერს პლეგ დერიპასკას სურდა და აფხაზეთის მთავრობამ გარიგების თანხად 10 მილიონი დოლარი დაასახელა. ამის უარყოფის შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, რომ ობიექტი მოსკოვის მაშინდელმა მერმა, იური ლუჟკოვმა იყიდა. გასაკვირი არ არის, რომ ეს ობიექტი, რომელიც აფხაზეთის ერთ-ერთ თვალწარმტაც ადგილას - რიწის ტბის სანაპიროზე მდებარეობს, ამდენ ყურადღებას იპყრობს და პერიოდულად ხდება ყალბი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება“, - განაცხადა კვიცინიამ.
ცოტა ხნის წინ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ, ოპოზიციისა და საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა. დე ფაქტო პარლამენტმა 2022 წლის 19 იანვარს, მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირება 2023 წლის 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე მოახდინა. დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში რუსეთს უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს აგარაკი (184 ჰექტარი ტერიტორია) - მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და მასთან არსებული ზღვის აკვატორიის ნაწილი. შეთანხმება 49 წლის ვადით არის დადებული, თუმცა შესაძლებელია ავტომატურად გახანგრძლივდეს კიდევ 15-წლიანი პერიოდით. რუსული მხარე გადაცემული ქონების სანაცვლოდ ბიუჯეტში ყოველწლიურად 1 რუბლს გადაიხდის. რუსი სენატორი, ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი აცხადებდა, რომ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებული პროტესტი „გარედან“ იყო ორგანიზებული.