რამდენიმე თვე გაგრძელდა საქართველოს გავლით საბორნე მიმოსვლა, რომლითაც სომხეთს ტვირთი რუსეთში გადაჰქონდა. ეს მარშრუტი „ზემო ლარსის“ ალტერნატივად განიხილებოდა, თუმცა სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, ვაჰან ქერობიანის განცხადებით, „საკმარისი ინტერესი“ არ გამოიწვია და შეჩერდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 მარნეულის ბაზარში სროლის შედეგად დაჭრილი 26 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
„ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიები ბორანს იყენებდნენ იმგვარად, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ჩვენი და ჩვენი პარტნიორების დარწმუნება ამ პროგრამის გაგრძელებაში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საბორნე მარშრუტს ვემსახურებოდით, მაგრამ მოვლენების განვითარებამ აჩვენა, რომ ძირითადი ძალისხმევა სხვა ქვეყნებში ექსპორტის გაზრდაზე უნდა მივმართოთ“, - თქვა ქერობიანმა.
ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის სომხეთი სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმას აპირებს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავარი მიმართულება იქნება ახლო აღმოსავლეთი, ასევე, მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის ქვეყნები, აზია, ევროპა და ამერიკა.
„მხოლოდ ერთ მიმართულებაზე ძალისხმევის კონცენტრირებიდან ჩვენ ღრმა დივერსიფიკაციაზე გადავალთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
2023 წელს რუსეთი სომხეთის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორად რჩებოდა, თუმცა მისი წილი მთლიან ტვირთბრუნვაში მცირედით შემცირდა. ვაჰან ქერობიანის თქმით, რუსეთს მოსდევს არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, საქართველო და აშშ. ეს უკანასკნელი 2023 წელს პირველად მოხვდა სომხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორების სიაში.
სომხეთმა რუსეთში ტვირთების გადაზიდვა ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მარშრუტით გასული წლის მაისში დაიწყო. ყოველდღიურად ერთი რეისი სრულდებოდა. კერძო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ გზით ექსპორტიორ-იმპორტიორები რუსეთში პროდუქციის დროულად მიწოდებას შეძლებდნენ. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ საკითხზე განმარტა, რომ სომხეთი, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. სააგენტოს განცხადებით, საბორნე მიმოსვლას სრულად კომერციული ხასიათი ჰქონდა.
დღეისთვის „ზემო ლარსი“ სომხეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო პუნქტია. ამინდის გაუარესების თუ სატრანზიტო ნაკადების ზრდის დროს, გამშვები პუნქტის ორივე მხარეს ხშირად სატვირთო მანქანების კილომეტრიანი რიგები იქმნება.
