სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ წელს მისი ქვეყნის ტერიტორიაზე „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (ОДКБ) წევრი ქვეყნების ერთობლივი წვრთნები „ურღვევი ძმობა - 2023“ არ ჩატარდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„წვრთნების ჩატარება მიზანშეუწონლად მივიჩნიეთ, რადგან ისინი საფრთხეს შეუქმნიან თურქულ-აზერბაიჯანის ტანდემს. მოვლენ, წვრთნებს ჩაატარებენ და მერე ამ საფრთხესთან მარტო დავრჩებით... ყოველ შემთხვევაში, წელს მსგავსი წვრთნები სომხეთში არ ჩატარდება“, - განაცხადა ფაშინიანმა 10 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ გაერთიანებულ შტაბს წერილობით უკვე აცნობა.
ОДКБ-ის სამდივნო, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, ამტკიცებს, რომ ოფიციალური შეტყობინება სომხეთის ტერიტორიაზე წვრთნების გაუქმების შესახებ ჯერ არ მიუღიათ. პრეს-მდივანმა, ვლადიმირ ზაინეტდინოვმა განაცხადა, რომ სომხეთის მიწაზე წელს ამ წვრთნების ჩატარების აუცილებლობა ადრე ერევანში დადასტურდა.
„ამ დროისთვის ОДКБ-ს სამდივნოს არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება სომხური მხარისგან ამ წვრთნების გაუქმების შესახებ ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად. ჩვენ გაგებით ვეკიდებით სომხეთის რესპუბლიკაში არსებულ ვითარებას, რამაც წელს შესაძლოა არ მისცეს საშუალება სრულფასოვნად ჩატარდეს ОДКБ დაგეგმილი სამშვიდობო წვრთნები“, - უთხრა ჟურნალისტებს ზაინეტდინოვმა.
გასული წლის ნოემბერში, როდესაც ერევანში „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ სამიტი გაიმართა, ფაშინიანმა უარი თქვა სამიტის შემდეგ მიღებული დეკლარაციის, ასევე სომხეთის დასახმარებლად ერთობლივი ღონისძიებების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე. ფაშინიანმა თავისი უარი ახსნა იმით, რომ ОДКБ არ აკეთებს „მკაფიო პოლიტიკური შეფასებას“ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აზერბაიჯანის „აგრესიაზე“. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ეს დიდ ზიანს აყენებს ОДКБ-ს იმიჯს, როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“,
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ 1992 წელს შეიქმნა. დღეს ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი. შეთანხმება ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას კონფლიქტების მოგვარებაში, სტიქიური უბედურებების შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში და გარე, მათ შორის, სამხედრო საფრთხეების მოგერიებაში. კოლექტიური სამშვიდობო ძალები ერთობლივ წვრთნებს ყოველწლიურად ატარებენ. 1-ელ იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ სომხეთში დაგეგმილ „ურღვევი ძმობა - 2023-ში“ მონაწილეობას რუსეთის სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები მიიღებდნენ.
