სომხეთში, კირანც-ვოსკეპარის მონაკვეთზე, მოსახლეობას საქართველოსკენ მომავალი გზა ჩაკეტილი აქვს. ადგილობრივები აქციას მას შემდეგ მართავენ, რაც სამი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ტავუშ-ღაზახის ზოგიერთ სასაზღვრო ზონაში საზღვრის დელიმიტაციაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
არსებული ინფორმაციით, საზღვრის დადგენის პროცესში სომხეთი აზერბაიჯანს გადასცემს ტავუშის ოლქის ოთხ დასახლებულ პუნქტს, რომლებსაც 1990-იანი წლებიდან სომხეთი აკონტროლებს.
ტავუშის რეგიონის მცხოვრებლები შეთანხმებით უკმაყოფილონი არიან. როგორც ისინი ამბობენ, მოსახლეობის უსაფრთხოება საფრთხეშია იმის გამო, რომ აზერბაიჯანის სამხედრო პოსტები დასახლებებთან ძალიან ახლოს იქნება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაკარგავენ წვდომას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და გაუჭირდებათ კომუნიკაცია. ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, აქციის მონაწილეებს დღეს ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი შეხვდება. მანამდე მათ უარი თქვეს ერევანში ჩასვლაზე და როგორც თქვეს, მოელიან, რომ თანამდებობის პირები ტავუშში ჩავლენ და მათ შეკითხვებს იქ უპასუხებენ.
19 აპრილს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიების მერვე სხდომის შედეგების შესახებ. განცხადების თანახმად, დელიმიტაციის საწყის ეტაპზე, მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ სასაზღვრო ხაზის ცალკეული მონაკვეთების გავლაზე უშუალოდ შემდეგ დასახლებებს შორის:
- ბაღანისი (სომხეთი) - ბაღანის-აირუმი (აზერბაიჯანი)
- ვოსკეპარი (სომხეთი) - აშაღი ასკიფარა (აზერბაიჯანი)
- კირანცი (სომხეთი) - ხეირიმლი (აზერბაიჯანი)
- ბერქაბერი (სომხეთი) - ყიზილ გაჯილი
„აზერბაიჯანი იღებს მის კუთვნილ 2.5 სოფელს, რადგან სოფელ ყიზილ ჰაჯილის მთელ ტერიტორიას, სოფელ აშაღი ასკიფარას ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აქამდეც აზერბაიჯანი აკონტროლებდა. ამპროცესში სომხეთის რესპუბლიკა მიიღებს საზღვრების დელიმიტაციასთან და უსაფრთხოებასთანდაკავშირებული რისკების შემცირებას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანთან საზღვრისდემარკაცია გვაქვს, რასაც შეიძლება ეწოდოს მნიშვნელოვანი მოვლენა“, - განაცხადეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ დელიმიტაციის პროცესის საფუძველი 1991 წლის ალმა-ატასდეკლარაცია იქნება.