თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავებს, მათ შორის თეთრიწყაროს რაიონული სასმართლოს გადაწყვეტილებაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჩივარს, განიხილავს კოლეგია, რომლის შემადგენლობაში მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილიც არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
დიმიტრი გვრიტიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის წევრად მოიხსენიებენ. სხდომის დასაწყისშივე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მისი აცილება მოითხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არგუმენტად გვრიტიშვილის მიერ წარსულში, მათი მისამართით გაკეთებული განცხადებები მოიყვანეს და თქვეს, რომ ის საქმეს მიუკერძოებლად განხილვას ვერ შეძლებდა.
„ნამდვილად არ მაქვს ზიზღი არასამთავრობო სექტორის მიმართ. დარბაზშიც იმყოფებიან არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლები, რომლეთა საქმეები განხილულიც გვაქვს და დაკმაყოფილებულიც“, - გვრიტიშვილმა თქვა, რომ თვითაცილების საფუძველი ვერ დაინახა, აცილების საკითხზე გადაწყვეტილებას კი მისი კოლეგები მიიღებდნენ.
კოლეგიის დანარჩენა ორმა მოსამართლემ, გოჩა დიდავამ და დავით ახალბედაშვილმა აცილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. მათი შეფასებით, მოსამართლის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება გავლენას ვერ მოახდენს მის მიუკერძოებლობაზე.
გვრიტიშვილის აცილებას ეწინააღმდეგებოდა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი. მან შუამდგომლობას „დაუსაბუთებელი“ უწოდა.
სააპელაციო სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებული ათობით საჩივარი ერთ წარმოებად გააერთიანა და განსახილველად მოსამართლეთა ერთსა და იმავე შემადგენლობას გადასცა. საია აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ყველა იმ საუბნო საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა და ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია ითხოვს, მოსამართლე ხუჭუას მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი და სხდომაზე დათვალიერებული ბიულეტენები მტკიცებულებად არ ჩათვალონ. გარდა ამისა, ქურდოვანიძის თქმით, ცესკო ვლადიმერ ხუჭუას მოკერძოებაში ადანაშაულებს, რის დასადასტურებლადაც საქმეს მისი ცოლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტები დაურთო.
4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, ყველა სხვა რაიონული სასამართლოსგან განსხვავებით, პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და თეთრიწყაროსა და წალკის 30 საარჩევნო უბნის (ელექტრონული) შედეგები ბათილად ცნო. მოსამართლემ საქმის განხილვის დროის მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩაატარა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ აპარატში ბიულეტენების მოთავსებისას, გაკეთებული არჩევანი ხილვადია.
