2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1% შეადგინა, ხოლო 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 28.8%-ით არის გაზრდილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
საქსტატის განმარტებით, RPPI-ის თბილისით შემოიფარგლება და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების (3.4%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.6%). 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასები ორივე სეგმენტში გაიზარდა - ბინებზე 10.6%ით, ხოლო კერძო სახლებზე - 16.2%-ით.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება, ყველაზე მაღალი მთაწმინდის, ვაკისა და კრწანისის უბნებშია. მაგალითად, მთაწმინდის რაიონში ბინების სეგმენტში 1 კვ.მ-ის ღირებულება 5167 ლარია, კერძო სახლის შემთხვევაში კი - 3776 ლარი. ყველაზე დაბალი მედიანური ღირებულება სამგორისა და გლდანის რაიონებშია.

ბინებისა და კერძო სახლების სეგმენტში ფასები გაიზარდა როგორც მწვანე და თეთრი კარკასების, ასევე შავი კარკასის შეძენის შემთხვევაში.
