თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი დაიღუპა. ტრაილერისა და მოტოციკლის შეჯახებისას, ლაშა გოგიაშვილმა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, მძიმე დაზიანებები მიიღო. ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 2 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
- 3 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 4 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პატრიარქი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია - ილია II საავადმყოფოში მასიური სისხლდენით გადაიყვანეს
ლაშა გოგიაშვილი 42 წლის იყო. „ქართული ოცნებიდან“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორედ აირჩიეს. პირველად ის თერჯოლის მერი 2020 წელს გახდა, ერთი წლის ვადით, რიგგარეშე არჩევნების შედეგად.
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა)
2021 წელს, საქართველოში 5862 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული. დაიღუპა 449 ადამიანი, დაშავდა 7705. 2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით რეგისტრირებულია 2572 შემთხვევა, დაიღუპა 221 ადამიანი, დაშავდა 3538.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, გასულ წელს რეგისტრირებულია 39288 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. წელს იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 19 708 შემთხვევა.
ყველაზე ხშირად ავარიების გამომწვევი სავარაუდო მიზეზებია: სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება.
