საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პოლიციელების მხრიდან მშვიდობიან მომიტინგეებზე მასობრივი და სასტიკი ძალადობის ამსახველი ფაქტების გავრცელების მიუხედავად, ისევ აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„შემიძლია, გაჩვენოთ ვიდეოები, რა ხდება ნიუ-იორკში, როტერდამში, ბერლინში, ან პარიზში.
მერიკული სტანდარტი არის ამაზე დაბალი, ჩვენ გვინდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. მე არ მომწონს ეს სტანდარტი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში 2012 წლიდან დაამკვიდრა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი.
ამიტომ, ძალიან არ მომწონს ეს ინციდენტები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით შეხვდნენ ნებისმიერ პროვოკაციას. მე ეს არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ შესატყვისობაშია ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან. სადაც იქნება სამართალდარღვევა, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირებაც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 13 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
„ერთადერთი, რასაც მოგიწოდებდით, არის ის, რომ ორივე მიმართულებით გქონდეთ თანაბარი რეაგირება ძალადობაზე. ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია. შეიძლება, იყო უფრო მძიმე ინციდენტებიც, მაგრამ ერთ მხარეს როცა არის პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და ამას იწონებთ და მეორე მხარეს ათჯერ მცირე ხარისხის ინციდენტებზე გაქვთ ასეთი რეაგირება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხართ უკიდურესად მიკერძოებული“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 მაისს, პარლამენტის შენობასთან, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის 23 მონაწილე დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
მედიამ მოახერხა პოლიციის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავების არაერთი ფაქტის გადაღება. უმეტეს შემთხვევაში პოლიციელები ხელმძღვანელებისგან იღებდნენ დავალებას ვინ უნდა დაეკავებინათ, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მოულოდნელად გადმოდიოდნენ მომიტინგეების მხარეს, თავს ესხმოდნენ კონკრეტულ პირს, სახისა და თავის არეში ცემდნენ მას და მიათრევდნენ სპეცრაზმის მხარეს. ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ პოლიციელები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეცრაზმელები უკვე დაკავებულ, ხშირად მიწაზე დავარდნილ პირს სახისა და თავის არეში წიხლებს ურტყამდნენ.
სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, 13 მაისს დაკავებული პირებიდან პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ:
„23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს“.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.