23 დაკავებულიდან 22 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს - სახალხო დამცველი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გურამ ადამიას დაკავება / ზურაბ ცერცვაძის ფოტო

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 13 მაისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი მოინახულეს. სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ:

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 მაისს, პარლამენტის შენობასთან, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის 23 მონაწილე დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე.

მედიამ მოახერხა პოლიციის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავების არაერთი ფაქტის გადაღება. უმეტეს შემთხვევაში პოლიციელები ხელმძღვანელებისგან იღებდნენ დავალებას ვინ უნდა დაეკავებინათ, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მოულოდნელად გადმოდიოდნენ მომიტინგეების მხარეს, თავს ესხმოდნენ კონკრეტულ პირს, სახისა და თავის არეში ცემდნენ მას და მიათრევდნენ სპეცრაზმის მხარეს. ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ პოლიციელები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეცრაზმელები უკვე დაკავებულ, ხშირად მიწაზე დავარდნილ პირს სახისა და თავის არეში წიხლებს ურტყამდნენ.

პოლიციის მხრიდან მიყენებული დაზიანებების გამო, 13 მაისს დაკავებულებიდან ერთ-ერთი მომიტინგე, გურამ ადამია, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ტვინის შერყევა აქვს, სახეზე მრავალი ჰემატობა და სხვა დაზიანება აღენიშნება.

პოლიციის მიერ ნაცემი გურამ ადამია კლინიკაშია მოთავსებული

სახალხო დამცველის განცხადებით, მათ საგამოძიებო უწყებებ, დროული და ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მიზნით მიმართეს ლევან ხაბეიშვილის, სოფო ჯაფარიძის, ალეკო ელისაშვილის, გია ჯაფარიძის, გიორგი მუმლაძის,ბორის ჩელე ყურუას, ნოდარ ჩაჩანიძის, დიმიტრი ჩიქოვანის, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძის, დიჯეი გიორგი შენგელიას, სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის მამის, აშშ-სა და საქართველოს მოქალაქე თეოდორ ჯონასის, პედაგოგ ლადო აფხაზავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე; ასევე, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილისა და ამავე მედიის ჟურნალისტების, ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძის, გამოცემა „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურის, ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ შესაძლო ჩასაფრებისა და ამავე ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის საქმიანობის ხელშეშლაზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტებზე; ასევე, 13 მაისსა და წინა დღეებში მომხდარ/საჯაროდ გავრცელებულ არაერთ ვიდეომასალაში აღბეჭდილ ძალადობრივ ქმედებებზე, მათ შორის, ლეონიძის ქუჩაზე მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გმირთა მოედანზე ახალგაზრდების ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის შემთხვევებზე.

მშვიდობიანი მომიტინგის დაკავება / ვანო გორგიშვილის ფოტო

„ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები“,

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში, მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორც კანონდამრღვევი პოლიციელების, ისე მოძალადე ფიზიკური პირებისა თუ ჯგუფების, და მათი ორგანიზატორების ან/და წამქეზებლების იდენტიფიცირების მიზნით.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 13 მაისს, პარლამენტთან პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.