გიორგი ნემსაძემ, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად ერთი წლის წინ, 4 წლის ვადით აირჩიეს, თანამდებობა დატოვა. ნემსაძე ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ.
პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმინობაში წარმატებები ვუსურვო“, - აღნიშნავს ნემსაძე.
პარტია „ლელოდან“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გოგიტა ახვლედიანის განცხადებით, გიორგი ნემსაძე ერთი თვეა, რაც ცაგერში აღარ გამოჩენილა.
„სართვლოდ, როცა მევენახეებმა პროტესტი გამოხატეს, მან სთხოვა გუბერნატორს, იქნებ, კილოგრამ ყურძენზე 50 თეთრი მოემატებინათ, მაგრამ არ გაითვალისწინეს. რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის გარეშე დამლაგებელსაც ვერ ნიშნავდა მერიაში. ერთი თვის წინ უკვე ვიცოდით, რომ წასვლას აპირებდა“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ გოგიტა ახვლედიანმა.
ცაგერის მერის რიგგარეშე არჩევნები 2023 წლის აპრილში უნდა ჩატარდეს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუ მერს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს გიორგი ნემსაძეს ცაგერის მერის არჩევნებში გასამარჯვებლად, გასულ წელს მეორე ტური დასჭირდა. მუნიციპალური ორგანოების 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატმა ბესარიონ ბენდელიანმა ხმების 35.025 % დააგროვა, „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ნემსაძემ 49.345 %. მესამე ადგილზე, 15.63 %-ით გავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მადონა ბენდელიანი. არჩევნების მეორე ტურში ნემსაძემ ხმების 62.873% (4022 ხმა) მიიღო, ბესარიონ ბენდელიანმა 37.127% (2375 ხმა).
არჩევნების პირველ ტურამდე ერთი კვირით ადრე, 25 სექტემბერს, ცაგერში, ღამით, ბესარიონ ბენდელიანს საკუთარი სახლის წინ გაჩერებული ავტომობილი დაუცხრილეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ, საქმე გაუხსნელია.
