ხმის ფარულობის დარღვევაზე თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებას ცესკო გაასაჩივრებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, თეთრიწყაროს აიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც 30 საარჩევნო უბნის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, დაუსაბუთებელია და მას საოლქო საარჩევნო კომისიები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, ხმის ფარულობის დარღვევის გამო, №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 17 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგები გააუქმა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ზემოაღნიშნული საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციების სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავასთან. შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი იქნება სააპელაციო საჩივრები“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ცესკომ უკვე გაასაჩივრა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.

ცესკო ამტკიცებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის ხმის ფარულობა დაცული იყო. კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ხმის ფარულობას უზრუნველყოფდა სპეციალური ჩარჩო ფორმა, რომლის „ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებაც გამორიცხავს ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებას“.

„ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, არსებობის შემთხვევაში, ჩარჩო ფორმის დანიშნულების გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ნების იდენტიფიცირებად. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კენჭისყრის და მომდევნო დღეს, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 7 საჩივარი იქნა წარმოდგენილი და არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში არ არის საუბარი დადასტურებულად არჩევანის ფარულობის დარღვევაზე“, - აცხადებენ ცესკოში.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სასამართლო სხდომაზე ჩატარებული მტკიცებულებების გამოკვლევით, „ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად“ მიიჩნია, რომ ამომრჩეველს ცესკოს ხმის დამთვლელი აპარატით, საარჩევნო ბიულეტენითა და ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია არ ჰქონდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.