ცესკოს თავმჯდომარე პირდაპირ არის ჩართული მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში - მეზვრიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ცესკო ამ დრომდე მალავს არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას, კერძოდ, იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა“, - განაცხადა პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მეზვრიშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ცესკოს გაეცა კონკრეტული პასუხები, თუ რა ვადით ინახება ხმის მიცემის აპარატებსა და ცესკოს სერვერებზე იმ ამომრჩევლების სია, ვინც კენჭისყრის დღეს ვერიფიკაცია გაიარა, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ტელეეთერებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს, ამ ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ აქვს.

ოფიციალურ, კონკრეტულ მიმართვაზე კონკრეტული პასუხის არარსებობა ცესკოს მხრიდან ნიშნავს იმას, რომ ცესკოს თავმჯდომარე პირდაპირ არის ჩართული მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია იმ სხვა დანაშაულებთან ერთად, რომელიც არჩევნების გაყალბების პროცესში ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს ცალკეულ წევრებს აქვთ ჩადენილი.

ამ დანაშაულს, სამწუხაროდ, ხელს უწყობს სასამართლოც, რომელსაც ამ დრომდე არ მიუღია გადაუდებელი გადაწყვეტიელბა ჩვენი განცხადების საფუძველზე.

აშკარად ცხადია, როგორ სისტემურად იმუშავა ცესკომ, სუს-მა, პროკურატურამ, იუსტიციის სამინისტრომ და სასამართლომ  ჯერ არჩევნების გასაყალბებლად, ხოლო ახლა როგორ მუშაობენ ისინი გაყალბების კვალის დასაფარად. ასეთი გაჭიანურების შემდეგ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ, ბუნებრივია, ნდობა ვეღარ იქნება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

29 ოქტომბერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ ცესკოსგან მოითხოვა ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის კომპანია „სმარტმატიკთან“ (Smartmatic) გაფორმებული ხელშეკრულების გადაცემა, კერძოდ, დოკუმენტაცია, რომელიც არეგულირებს ხმის მიცემის აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვის ვადას და ამ ინფორმაციის წაშლის პროცედურებს. გარდა ამისა, გახარიას პარტია ითხოვს, ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ბაზა, რათა თოთოეულმა მოქალაქემ ინდივიდუალურად შეძლოს გადამოწმება - სად და როდის მისცა ხმა. მოგვიანებით პარტიამ სასამართლოსაც მიმართა და ცესკოში არსებული მტკიცებულების დაცვა მოითხოვა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების გაყალბება და ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში შენახული ინფორმაციის წაშლა მიმდინარეობდა.

 

ამ თემაზე:

„ჩემი ხმა“ ცესკოს თავმჯდომარის და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.