პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სერვერებზე არსებული ბაზების გაყალბება და ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში შენახული ინფორმაციის წაშლა მიმდინარეობს. ცესკოს ამ საკითხზე განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„ამ დრომდე ცესკო თავს არიდებს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია. ცესკო ასევე თავს არიდებს, გადმოგვცეს სრულყოფილი ინფორმაცია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების შესახებ. კერძოდ, დოკუმენტაცია, რომელიც არეგულირებს ხმის მიცემის აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვას, მათ შორის, სიის შენახვის ვადას და ამ ინფორმაციის წაშლის პროცედურებს.
დღეს ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ორ ადგილას - ეს გახლავთ ცესკოს სერვერები და ელექტრონული აპარატები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა. ამის დასტური გახლავთ ის აბსურდული პასუხი, რომელიც ცესკომ მოგვაწოდა. თოთოეული დაგვიანებული დღე ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ „ოცნების“ ინტერესშია“, - განაცხადა მეზვრიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
მისი თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის“ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველაგან, სადაც ის ინახება.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, „ოცნება“ მოახერხებს მტკიცებულებების განადგურებას ნებისმიერი ობიექტური გამოძიებისთვის და შეუძლებელი გახდება ასობით ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა.
მარტივი კითხვა მაქვს: თუ დასამალი არაფერია, თუ არჩევნები, როგორც თვითონ ამბობენ, უმაღლეს დონეზე ჩატარდა, რატომ მალავენ ამ ინფორმაციას? გადმოგვცენ. ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს სასამართლო იმისთვის, რომ ყადაღა დავადოთ ამ ინფორმაციას, რომლის გადარჩენასაც ვცდილობთ“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ ცესკოსგან ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის კომპანია „სმარტმატიკთან“ (Smartmatic) გაფორმებული ხელშეკრულების გადაცემა 29 ოქტომბერს მოითხოვა. გარდა ამისა, პარტიის მოთხოვნაა, ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ბაზა, რათა თოთოეულმა მოქალაქემ ინდივიდუალურად შეძლოს გადამოწმება - სად და როდის მისცა ხმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.92% მიიღო, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს შორის ხმები ასე განაწილდა: „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 11.034%; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 10.17%; „ძლიერი საქართველო“ – 8.808%; „გახარია საქართველოსთვის“ – 7. 777%. არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია ამ შედეგებს არ აღიარებს. მათი განცხადებით, არჩევნები გაყალბდა, საჭიროა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და ახალი არჩევნები დაინიშნოს.
