რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს 7 მოქალაქეა უკანონო პატიმრობაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, 16 იანვარს, გვიან ღამით, ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღეს შეტყობინება, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებულია გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი. დაკავებული სოსო დვალიშვილია.
კიდევ ორი პირი 2023 წლის 3 იანვარს დააკავეს. სოფელ კოშკას მცხოვრებლები სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი ცხინვალის იზოლატორშია არიან. მათ ბრალი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედებათ. ახლობლების ინფორმაციით, გუგუტიშვილმა და კახაბრიშვილმა საქონელი საძოვარზე გარეკეს, რა დროსაც რუსმა დამხედროებმა დააკავეს.
ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, მას ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდასაც ედავებიან. 2022 წლის მაისში, დე ფაქტო სასამართლომ ჩხიკვაძეს 5.6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მისმა ადგილობრივმა ადვოკატმა გაასაჩივრა და უკანონო სასჯელი 3.8 წლამდე შეუმცირდა.
24 წლის ლაშა ხეთერელი ლიახვის ხეობიდან დევნილია და ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს. თვითონ 2008 წლის ომის შემდეგ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ის მეექვსედ 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. მანამდე, 2020 წლის 30 ივნისს იყო დაკავებული და ცხინვალის საპატიმროში ერთწლიანი უკანონო სასჯელი მოიხადა.
1977 წელს დაბადებულ კახაბერ ნათაძესაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება. ის ოკუპირებული სოფლის, წინაგარის მიმდებარედ უკანონოდ 2021 წლის 10 დეკემბერს დააკავეს. კახაბერ ნათაძე გორის მკვიდრია.
გელა იობაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მკვიდრია. საოკუპაციო რეჟიმმა ის გასული წლის 14 სექტემბერს დააკავა. მასაც ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან და პატიმრობა აქვს შეფარდებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით დააკავეს 13, ხოლო ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს 42 მოქალაქე.
გასული წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა ცხინვალის ციხის პატიმარი 53 წლის გენადი ბესტაევი. ის სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა. ბესტაევის სახლი გამყოფ ხაზზე დგას და მოქცეულია ე.წ. უკონტროლო ზონაში, რომელიც ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მდებარეობს. ცხინვალში ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები - ყოფილი მეუღლე და შვილები. წარსულში, გენადი ბესტაევი რამდენჯერმე სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც ცხინვალში შვილების სანახავად გადასვლას ცდილობდა. დე-ფაქტო ხელისუფლებამ გენადი ბესტაევი პატიმრობიდან 2021 წლის 16 ნოემბერს გაათავისუფლა. ამ დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მძიმე იყო. წინა დღეს მას ციხეში ინსულტი განუვითარდა, ცხინვალის საავადმყოფოში კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. „ვიდრე არ მოკვდა, არ შეიწყალეს. ერთსა და იმავეს ვლაპარაკობდი სულ, მაგრამ არავინ გაიგონა, არც აქეთ, არც იქით“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ ნაირა ბესტაევმა, გენადი ბესტაევის დამ.
ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ორი მოქალაქე - ირაკლი ბებუა, რომელიც გალის რაიონში, 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზური დროშის დაწვის გამო და 2022 წლის 20 ივლისს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები 24 წლის ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც ჯაშუშობას ედავებიან.