21 თვიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე. მასთან ერთად გათავისუფლებულია საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კახაბერ ნათაძე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 5 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 6 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კახაბერ ნათაძის და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.
მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის ციხეში უკანონო, 3.8-წლიან სასჯელს იხდიდა. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, მას ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდასაც ედავებოდნენ. 2022 წლის მაისში, დე ფაქტო სასამართლომ ჩხიკვაძეს 5 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასაჩივრების შემდეგ, მამუკა ჩხიკვაძეს უკანონო სასჯელის ვადა შეუმცირდა.
1977 წელს დაბადებულ კახაბერ ნათაძესაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდა. ის ოკუპირებული სოფლის, წინაგარის მიმდებარედ უკანონოდ 2021 წლის 10 დეკემბერს დააკავეს. კახაბერ ნათაძე გორის მკვიდრია.
ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე იმყოფება.
