აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში საქართველოს ჩართულობა „ყველაზე სწორი არჩევანია“ და თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, „აზერბაიჯანი მყისიერად დაიწყებს ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 5 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
ალიევი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში 8 ოქტომბერს იმყოფებოდა.
„საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ. გასულ თვეს აღვადგინეთ მთელი ქვეყნის სუვერენიტეტი და დღეს ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და
ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით.
ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო და ბევრი სხვა მიმართულებით. ეს შესაძლებლობა გვაკლდა მეგობრებო იმიტომ, რომ აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ოკუპირებული იყო. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია არ გვაძლევდა საშუალებას, ნორმალიზებისკენ გადაგვედგა ნაბიჯები, მაგრამ დადგა დრო, მოგვეცა მომენტი, რომ არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევის გამოსვლამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ თბილისი მზად არის მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო პროცესში.
„დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. ვფიქრობ, ეს სამხრეთ კავკასიაში ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის. საქართველოს, ამ პროცესში, ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის თუ იქნება ეს ფასილიტაციის, მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში.
ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რომლებზეც საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა ყაზახეთის რესპუბლიკასთან კოორდინირებულად მუშაობენ იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარება, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზების მოდერნიზაციას და განვითარებას.
მთიან ყარაბაღში 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა, რის შემდეგაც რეგიონი მასობრივად დატოვეს ეთნიკურმა სომხებმა და ნათესავებთან საცხოვრებლად ან დროებითი თავშესაფრის მისაღებად სომხეთში გადავიდნენ. ყარაბაღში სულ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, რეგიონში ათასამდე სომეხიც აღარ დარჩა.