სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან ნატო-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც ვხედავთ რუსეთის მხრიდან მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა იმ სივრცეში, რომელიც ჩვენს უშუალო სიახლოვესაა, ეს იწვევს შეშფოთებას. თუმცა, როგორც გითხარით, შავი ზღვა დღეს უკვე განიხილება რეგიონული, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სივრცედ და ის არის ნატოს სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას, ნატოს ექნება შესაძლებელობა და ნება, რომ ვიმოქმედოთ, თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ეს ჩვენ გვემუქრება“, - განაცხადა კოლომინამ პირველ არხთან ინტერვიუში.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და რაც ხდება ოკუპაციის ხაზს მიღმა, ეს არის პასუხისმგებლობა იმ ძალის, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ადგილზე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა ეს არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ, აქ სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს“ , - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც: „ზოგადად, ჩვენ ყველა საერთაშორისო მექანიზმს ვიყენებთ ამის გასაპროტესტებლად. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მიმართულებიდან იქნება აგრესია გამოხატული ნატო-ს მიმართ, რა თქმა უნდა, ნატო-ს ვალდებულებაა, რომ იმოქმედონ. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რომ ყველა უკანონო ქმედება გავაპროტესტოთ“.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, 5 ოქტომბერს, რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელი მან და რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერეს შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა განთავსდება.
„ეს ყველაფერი მიზნად ისახავს როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ასეთი ურთიერთქმედება გაგრძელდება. ასევე, არის რაღაცები, რაზეც ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა ბჟანიამ.
დღეისათვის რუსეთის შავი ზღვის ფლოტი განთავსებულია სევასტოპოლში, ყირიმის ნახევარკუნძულზე. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აღნიშნული ფლოტი არაერთხელ გახდა უკრაინული ძალების სამიზნე. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინის თავდასხმების გამო რუსეთმა ფლოტის ძირითადი ნაწილი ბაზიდან გაიყვანა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების შესახებ გეგმა შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთი სევასტოპოლისთვის ალტერნატივას ეძებს და ასევე, ცდილობს გააფართოვოს სამხედრო წარმომადგენლობა შავი ზღვის სანაპიროზე თურქეთის სიახლოვეს.
