თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან მესამე დღეს მსხვერპლის რაოდენობამ 8700-ს გადააჭარბა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ 8 თებერვალს განახლებული მონაცემებით, თურქეთში სულ მცირე 6234 ადამიანია დაღუპული, 37 011 დაშავებულია. მედიის ინფორმაციით, სირიაში დაღუპულია - 2470 ადამიანი, დაშავებულია 4654. ამ დროისთვის ორივე ქვეყანაში დაკარგულად ითვლება 7926 ადამიანი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 8000-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლეს. დაახლოებით 380 000 მოქალაქე უსახლკაროდ არის დარჩენილი. მათი ნაწილი მთავრობის მიერ მოწყობილ თავშესაფრებსა და სასტუმროებშია გადაყვანილი, ნაწილი კი თავს სავაჭრო ცენტრებს, სტადიონებს, მეჩეთებს, საზოგადოებრივ ცენტრებს და მატარებლებს აფარებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შეტყობინება 11 342 შენობის დანგრევის შესახებ მიიღეს, რომელთაგან 5775 უკვე დადასტურებულია.
7 თებერვალს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებულ ქაჰრამანმარაშის, გაზიანთეფის, შანლიურფას, დიარბაქირის, ადანას, ადიამანის, ოსმანიეს, ჰათაის, კილისის და მალათიის პროვინციებში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ბოლო სამ დღეში თურქეთის სეისმური მონიტორინგის ცენტრმა თურქეთის ტერიტორიაზე 310-ზე მეტი მიწისძვრა დააფიქსირა. პირველი და ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას, 4:17 საათზე მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის თანახმად, ბიძგების სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა. 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა 6 თებერვალს, 13:24 საათზეც.
თურქეთში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში 79 110 თურქი და უცხოელი მაშველი მონაწილეობს. მიწისძვრიდან მესამე დღეს ნანგრევებში ცოცხლად გადარჩენილთა პოვნის შესაძლებლობა მცირდება.
მიწისძვრის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ექვსი დაკარგულად ითვლება.
