„დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, შეიძლება ასე ითქვას. უმუშევრობა არის შემცირებული - ისტორიულ მინიმუმზე, ისევე როგორც სიღარიბე არის შემცირებული და არის ჩამოსული ისტორიულ მინიმუმზე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
ღარიბაშვილის თქმით, აპრილში 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც, მისივე შეფასებით, რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ძალიან დამაიმედებელი, კარგი და პოზიტიური შედეგია.
„იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის 7.3%, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ასევე მინდა გითხრათ, რომ აპრილში 20%-ით არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობაც და წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლების ზრდამ 100%-ს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება მშენებლობის სექტორში, საფინანსო, სადაზღვევო საქმიანობის, ტრანსპორტის, დასაწყობების, ინფორმაციის, კომუნიკაციის სექტორებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველ კვარტალში დაახლოებით 15%-ით გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა და 44 მილიარდი ლარი შეადგინა.
„სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა - 42 ათასით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა და 716 ათასი შეადგინა, რაც პირველ კვარტლებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია.
მათ შორის, 2020 წელს ჩვენ გვქონდა პირველი კვარტლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პანდემიის ეფექტი ასახული და 31 ათასი სამუშაო ადგილი იყო. ეს მაშინ ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად ითვლებოდა. ახლა, რამდენიმე, სულ ორი წლის შემდეგ, პირველ კვარტალში 42 ათასი გვაქვს მატება დასაქმების მიმართულებით. ასე რომ, ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოზიტიურ დინამიკას, პირველ რიგში, „მშვიდობიანი პერიოდი“ და მთავრობის „სწორი პოლიტიკა“ განაპირობებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 15.6% ცხოვრობს. მიმდინარე წლის აპრილში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 251.8 ლარს შეადგენდა. სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას 660 746 პირი (175 334 ოჯახი) იღებს.
