პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებად დანაშაულებრივი გზით დაირეგისტრირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა,
ამნისტია მხოლოდ იმ პირზე გავრცელდება, ვინც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს სრულად აანაზღაურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ პირმა მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უნდა დაუბრუნოს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ექვივალენტური თანხა გადაიხადოს.
„წლების განმავლობაში ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ უკანონოდ დაირეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო რეალურად ძალიან დიდი პრობლემა. ათეულობით საქმე დევს პროკურატურაში. მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი გაუგებრობა მოხდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კონსულტაცია პროკურატურასთან, პარლამენტთან და გამოვდივარ ინიციატივით, რომ ასეთ საქმეებზე ამნისტია გამოვაცხადოთ“, - აღნიშნა პრემიერმა და დააკონკრეტა, რომ ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362 მუხლებით ჩადენილ დანაშაულებებზე.
ამნისტია არ გავრცელდება მოხელის მიერ, ასევე, სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე.
„ეს პროექტი გაკეთებული გვაქვს, ამ პროექტს გადავუგზავნით პარლამენტს და როგორც მოგახსენეთ, ამნისტია გაათავისუფლებს ჩვენს ძალიან ბევრ მოქალაქეს. ძალიან ბევრი გაუგებრობა წარმოიქმნა ამის შედეგად. ვინც დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, მათ შეეხებათ, თუ არ დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, ის გადაიხდის შესაბამისი ღირებულების თანხას და ამით მოგვარდება ეს საკითხი“, - განაცხადა პრემიერმა.
ამნისტიის შესახებ განმარტება გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ:
„ამნისტია ვრცელდება ასევე თანაამსრულებლებზეც, თანამონაწილეებზეც, რომლებმაც ასევე იგივე პერიოდის განმავლობაში, ანუ 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის მომზადებაში, ან მცდელობა ჰქონდათ, თუ, რა თქმა უნდა, ეს პირები აღიარებენ შესაბამის დანაშაულს.
ამნისტიის კანონის პროექტით კიდევ ბევრი დეტალური ინფორმაცია არის გათვალისწინებული, მათ შორის, მაგალითისთვის, გამოძიების, თუ სასამართლო განხილვის სტადიაზე სისხლის სამართლებრივი დევნის არ დაწყების, შეწყვეტის და საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების საკითხები. ასევე გათვალისწინებულია გამოძიების, სასამართლო განხილვის, თუ სისხლის სამართლის საქმეზე დასრულებული სამართალწარმოების სტადიაზე ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილების მიმღები პირები და ორგანოები, ასევე სხვა საკითხები.
პირი, ვისზეც გავრცელდება ამნისტია, ის ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება და ასევე, კანონით გათვალისწინებულია, რომ ამნისტია უნდა აღსრულდეს საბოლოო ჯამში 2025 წლის 1-ელ იანვრამდე“.