ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის დუმის დეპუტატი, დსთ-ს საკითხების, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი გამოეხმაურა. მისი თქმით, აფხაზური ოპოზიციის ნაწილი ზიანს აყენებს არა მარტო აფხაზეთს, არამედ მის ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„ოპოზიციის ნაწილი არ ერიდება აფხაზეთში გავრცელებული აკრძალული მეთოდების გამოყენებას, ანუ ცდილობს ბრბო „წააქეზოს“ დეპუტატების, ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები და შეთანხმებები საინვესტიციო საკითხებზე, საკუთრების გარანტიებზე და მსგავს თემებზე, რომლებსაც დღემდე აფხაზეთში ყურადღება არ ექცევა და ინვესტიციების მოზიდვით აფხაზეთს ნორმალურად განვითარების საშუალებას არ აძლევს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის გააფთრებული ნაწილი ირჩევს ამ კონკრეტულ თემას, რაც, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს არა მარტო ხელისუფლებას, არამედ აფხაზეთის საერთო იმიჯს, აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობას“, - განაცხადა ზატულინმა სახელმწიფო მედიასთნ ინტერვიუში.
ის აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს დე ფაქტო რესპუბლიკაში 2025 წელს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსაც უკავშირებს. ამასთან, კონსტანტინ ზატულინი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური აქტივისტების მცირე ჯგუფი თავიანთ ქმედებებს მთელი აფხაზი ხალხის ნებად წარმოაჩენს.
„მსგავსი ქმედებები უმრავლესობის მიერ უნდა იყოს უარყოფილი. ისინი, ფაქტობრივად, მხარს უჭერენ. მე ამ ყველაფრის აპოკალიფსურ შედეგებს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებაზეა დამოკიდებული და ეს გადაწყვეტილებები, იმედი მაქვს, იქნება. ორი მათგანი უკვე მიღებულია, ბოლო პარასკევს იქნება მიღებული“, - დასძინა ზატულინმა.
11 ნოემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის ხუთი წარმომადგენელი დააკავეს, რასაც სოხუმში, თავისუფლების მოედანზე და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიციის მხარდამჭერებმა კოდორის ხიდი, ასევე, მდინარე გუმისთაზე სოხუმთან დამაკავშირებელი ორი ხიდი გადაკეტეს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკონომიკის ყოფილმა ე.წ. მინისტრმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ მისი თანამებრძოლები ეროვნულ ინტერესებს იცავდნენ და სწორედ ამიტომ, პოლიტიკური მოტივებით დააკავეს.
ე.წ. გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბას თქმით, დაკავებულებმა პარლამენტის ეზოში „უკანონო ქმედებები“ ჩაიდინეს ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ. დე ფაქტო ხელისუფლება მის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა, პროსამთავრობო ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს დეპუტატი ალმას აკაბას „სცემეს“. ინციდენტამდე ე.წ. პარლამენტში „აფხაზეთში მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ საკონსტიტუციო კანონის პროექტი განიხილებოდა, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
ხიდები მას შემდეგ გაიხსნა, რაც 12 ნოემბერს დე ფაქტო ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაკავებულები გაათავისუფლა. ხუთი დაკავებულიდან სამს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, თუმცა სასამართლომ მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო“, ხოლო დანარჩენ ორ პირთან დაკავშირებით სასამართლოს საქმის მასალები არ მიუღია.