უკრაინა მზად არის, დაიწყოს კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ჩემი აზრით, დღეს ჩვენ მზად ვართ ამის გასაკეთებლად. ვისურვებდით, გარკვეული რაღაცები გვქონოდა, მაგრამ არ შეგვიძლია თვეები დავიცადოთ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, ამას რამდენი დრო დასჭირდება“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არსებობს ერთადერთი იარაღი, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის, სკოლების, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული სისტემის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ გაშვებული ზოგიერთი ტიპის რაკეტა და ეს „პატრიოტის“ სისტემაა: „ყველამ მშვენივრად იცის, რომ ნებისმიერი კონტრშეტევა საჰაერო უპირატესობის გარეშე ძალიან საშიშია. წარმოიდგინეთ, ეუბნები ჯარისკაცს, რომელმაც იცის, რომ ჭერი არ აქვს და არ ესმის, რატომ აქვთ მეზობელ ქვეყნებს. თუ ყველამ იცის ცის დაცვის მნიშვნელობა, რატომ არის პრობლემა ჩვენთვის თანამედროვე თვითმფრინავების მიცემასთან დაკავშირებით? კონკრეტულად რა არის აქ პრობლემა?“.
ინტერვიუში ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზეც ისაუბრა, რომელიც ვილნიუსში ივლისში გაიმართება. მისი თქმით, არ იცის, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული უკრაინასთან დაკავშირებით.
„მე მჯერა, რომ NATO-ს ზოგიერთ ქვეყანას იმდენად ეშინია რუსეთის, რომ მათ არ სურთ უკრაინის ალიანსში შეყვანა.
თუ ჩვენ ვილნიუსში არ გვაღიარებენ და არ მოგვცემენ სიგნალს, ვფიქრობ, უკრაინის ამ სამიტზე ყოფნას აზრი არ აქვს. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ NATO-ს წევრი ომის დროს. ახლა უკვე გვიანია. იქ 15 წლის წინ უნდა შევსულიყავით.
ჩვენ გვესმის, რომ ამ ომის დროს არ შევალთ NATO-ში ან უსაფრთხოების რომელიმე ძლიერ ალიანსში. მაგრამ მითხარით რამდენი სიცოცხლე ღირს ვილნიუსის სამიტზე ერთი ფრაზა? რამდენი უკრაინელის სიცოცხლე ღირს ფრაზა „უკრაინა NATO-ში იქნება ამ ომის შემდეგ, მას შემდეგ რაც უსაფრთხო იქნება?“ რა არის ფასი?“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებაზე საუბარი რამდენიმე თვეა გრძელდება. მაისში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოცდა იყო საჭირო, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები დაპირებული დასავლური იარაღის მიწოდებას ელოდებოდა.