ონლაინგამოცემები და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ხელისუფლების მიერ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ქართულ ოცნებას“ რუსული კანონი ჯერ არ მიუღია და თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ უკვე აამოქმედა რეპრესიული მეთოდები, რაც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობას.
ხელისუფლება ცდილობს დააშინოს და გააქროს ის მოქალაქეები და ორგანიზაციები, რომლებიც მას ვამხელთ მასშტაბურ კორუფციაში, ნეპოტიზმში, გაუმჭვირვალობაში, რუსული გავლენების გაზრდაში, სისტემური დანაშაულების გამოუძიებლობაში და ა.შ.
შექმნილი ვითარება - ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების შემცველი ქმედებები ხელს გვიშლის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.
ნებისმიერი ჟურნალისტის და მათი ოჯახის წევრების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებთ ხელისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ნეტგაზეთი / ბათუმელები; სტუდია „მონიტორი“; პუბლიკა; მთის ამბები / საქართველოს ამბები; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / მედიაჩეკერი; სამხრეთის კარიბჭე; OC Media; Chai-Khana; ტაბულა; Jam-news; on.ge; kutaisipost.ge; qartli.ge; გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი”; მედია აპრილი; სამხრეთის კარიბჭე; პროექტი 64; სათემო რადიო „მარნეული”, ინდიგო.
„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება 15 აპრილიდან. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. საბოლოო მოსმენა 13 მაისის კვირაშია დაგეგმილი.
3 მაისს, თბილისში, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რაზეც შსს-ს არავინ დაუკავებია. მედიის მიერ იდენტიფიცირებულ თავდამსხმელებს შორის არიან თბილისის მერიის მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსებული მწვრთნელებიც.
5 მაისს, ლანჩხუთში, თავს დაესხნენ პედაგოგ ლადო აფხაზავას და მის შვილობილს. პროკურატურამ ფიზიკური ძალადობისთვის ბრალი ერთ პირს წარუდგინა, თუმცა აფხაზავა ამბობდა, რომ თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა. სასამართლომ თავდამსხმელი, ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომელი გირაოთი გაათავისუფლა.
7 მაისს, თბილისში, შვედეთის საელჩოდან გამოსვლის შემდეგ თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს.
8 მაისს, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში თავს დაესხნენ და სახისა და თავის არეში სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. თავდასხმას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 23 აპრილს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე „დავით კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ 1000 ლარად დაფინანსებული ადამიანები დგანან“. ჩიქოვანი ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა.
8 მაისს, უცნობი პირები თავს დაესხნენ საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორს, „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარს გია ჯაფარიძეს. ის ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმაა და აქტიურად არის ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. „პირდაპირ ცემა დამიწყეს. რაღაც ჯოხები ეჭირათ. რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს - ამას ამბობდნენ“, - თქვა გია ჯაფარიძემ. მას დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. აღენიშნება ქალა-ტვინის ტრავმაც.
8 მაისს თავს დაესხნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს. „72 წლის მამაჩემს დაურეკეს და ემუქრებოდნენ, შენი შვილი გაჩერდესო. გვეგონა, უბრალოდ მუქარაა, მაგრამ ვხედავთ, რომ სახლშიც მოგვივარდნენ. არ ვიცი, საიდან გაიგეს, სად ვიყავი. საეჭვო ნომრიდან შემოვიდა ზარი, რომელსაც ვუპასუხე და ხმას არ იღებდა. ალბათ, ასე გაიგეს ლოკაცია. დაახლოებით 10 წუთში, პირბადეებით, სამი ადამიანი მოცვივდა. ჯერ ჩაგვიარეს მე და ჩემს მეგობარს. მერე გამარჯობა გვითხრეს და უკნიდან შემოგვიტიეს“, - თქვა ლაშა ღვინიანიძემ.