თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გაბუნიას „რუსთავი 2“-დან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ტელეკომპანიას მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა. გაბუნია, რომელსაც „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „პოსტ სკრიპტუმი“ მიჰყავდა, სამსახურიდან 2019 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„გიორგი გაბუნიას გათავისუფლება ჩაითვალა უკანონოდ, შესაბამისად, „რუსთავი 2“-ს, როგორც მის ყოფილ დამსაქმებელს, რომელმაც ის უკანონოდ გაათავისუფლა, დაეკისრა კომპენსაციის გადახდა. ასევე, დაკმაყოფილდა დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ გვქონდა დაყენებული - როგორც გიორგი გაბუნიას უკანონო გათავისუფლებისთვის, ისე მიუღებელი შემოსავლის სახით“, - განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა, რომელიც სასამართლოში ჟურნალისტის ინტერესებს იცავდა.
იურისტის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გიორგი გაბუნიას სამსახურიდან გათავისუფლება ერთ-ერთი იყო „რუსთავი 2“-ის შეცვლილი მენეჯმენტის უკანონო გადაწყვეტილებებიდან.
„რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა ტელეკომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა - დიანა ჯოჯუამ, ნოდარ მელაძემ და ნანუკა ჟორჟოლიანმაც მოიგეს. ორი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად შეაფასა ეკა კვესიტაძის გათავისუფლება. ჟურნალისტი დავის გაგრძელებას და უზენაესი სასამართლოში ჩივილს აპირებს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში საკადრო ცვლილებები 2019 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ტელეკომპანიის წილები მისმა ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა. ხალვაშმა არხის მაშინდელი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სამსახურიდან გაათავისუფლა და მის ადგილას საკუთარი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. აგვისტოში პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა არხის წამყვანი ჟურნალისტები, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და გადაცემების წამყვანები - გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი. პროტესტის ნიშნად „რუსთავი 2“ თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. დაახლოებით ერთ თვეში მათ, ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დააფუძნეს.
