საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში მდებარე ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდა. მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ოკუპაციასთან შეგუება არ შეიძლება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ეს არ არის, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, მოცემულობა. ეს არის ის, რასაც არასოდეს შევეგუებით და არშეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად ვფიქრობდეთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს არა იმისთვის, რომ ომით თუ ძალით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები.
ამ ტერიტორიების დაბრუნება და უფრო სწორედ მოსახლების გაერთიანება იქ და აქ იწყება აქ, იწყება ამ სოფლის გაძლიერებით, იწყება იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ და რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა, პროგრამები, ახალგაზრდებს ადგილზე დარჩენა. იქითკენ მცხოვრები ადამიანებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, ქართველები არიან თუ ოსები, უნდა გვქონდეს გზავნილი, რომ მათი მომავალი, ისევე როგორც ჩვენი, არის ევროპაში და ეს იქნება საბოლოო გამაერთიანებელი. არა ომი, არა კონფლიქტი, არამედ ჩვენი იდენტობა, იმ ეკლესიების დაცვა...
მაინტერესებს, როდის იყო ბოლოს, როდესაც ჩვენმა კულტურის მინისტრმა მიმართა იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყო ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში?! რა კეთდება ამ მიმართულებით, რა კეთდება ქართული ენისთვის? რა კედება იმისთვის, რომ აქედან ტრანსპორტი დაინიშნოს? ეს ხომ არ არის ძნელი, ხომ არ მოითხოვს ისეთ ძალისხმევას, რაც არ შეგვიძლია? სად არის შერიგების მინისტრი? რა კდეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ აქ, იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი?
და კიდევ ერთი რამ: არ შემიძლია არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია უცხო აგენტების ფულით. მადლობა მათ!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 7 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი შესრულდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის არმიამ როკის გვირაბის გავლით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო. რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. დაიბომბა თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება. აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე.
„ქართული ოცნება“ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლისთავზე აცხადებს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2008 წლის მოვლენებს სათანადო სამართლებრივ შეფასებას მისცემს.