თავშესაფრის მიცემაზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული შეზღუდვის შემდეგ, კალიფორნიის შტატში, სან დიეგოს მესაზღვრეებს მიეცათ ინსტრუქცია, აღმოსავლეთ ნახევარსფეროს 100-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მექსიკიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად შედიან, უკან არ გააბრუნონ. როგორც Washington Examiner-ი წერს, გამონაკლისია ექვსი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ჟურნალისტის მიერ მოპოვებული სამთავრობო დოკუმენტი აფრიკის, აზიის, ავსტრალიისა და ევროპის 100-ზე მეტ ქვეყანას ეხება. სან დიეგო ერთ-ერთია იმ ცხრა რეგიონიდან, სადაც მექსიკის საზღვრის გასწვრივ სასაზღვრო პატრული მუშაობს.
Washington Examiner-ი წერს, რომ თითოეული რეგიონი საზღვრის კონტროლს საკუთარი შეხედულებისამებრ ახორციელებს, რაზეც გავლენას ახდენს საზღვარზე მყოფი მიგრანტების დემოგრაფიული მონაცემები. სტატიაში ვკითხულობთ, რომ კალიფორნიის საზღვართან ყოველდღიურად ხვდებათ მიგრანტები აზიიდან, ევროპიდან, აფრიკიდან და სამშობლოში მათი დაბრუნება „ბევრად უფრო რთულია“, ვიდრე სამხრეთ ტეხასის შემთხვევაში, სადაც მიგრანტები ძირითადად ცენტრალური ამერიკიდან და მექსიკიდან ჩადიან.
„აღმოსავლეთ ნახევარსფეროს 100-ზე მეტი ქვეყნიდან, რომელიც მოიცავს აფრიკას, აზიას, ავსტრალიასა და ევროპას, მხოლოდ ექვსი ქვეყნის მოქალაქეები არ დაიშვებიან შეერთებულ შტატებში და არ ექნებათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება. მხოლოდ სრულწლოვანი პირები საქართველოდან, მოლდოვიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან გადამისამართდებიან აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურში სწრაფი გაძევების მიზნით“, - წერს Washington Examiner-ი.
დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეებს აშშ-ში შეუშვებენ დოკუმენტებით, რომელიც მათ სასამართლოში გამოცხადებას ავალდებულებს.
სტატიის მიხედვით, გაჟონილი დოკუმენტი ეწინააღმდეგება ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების ნათქვამს, რომ შეზღუდვა შეეხებოდა იმ მიგრანტებსაც აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებიდან, რომლებმაც იმოგზაურეს მრავალ ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნის გარეშე, აშშ-ში ჩასასვლელად. მათ ექსტრაჰემსფერულ მიგრანტებს უწოდებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირაში აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა და ახალი შეზღუდვები დააწესა იმ არალეგალი მიგრანტებისთვის, რომლებიც მექსიკის საზღვრით აშშ-ში შესვლას ცდილობენ. დაჭერის შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ თავშესაფრის მოთხოვნას და დაუყოვნებლივ გააბრუნებენ უკან. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ შეზღუდვა დროებითი ხასიათისაა და მოიხსნება მაშინვე, როგორც კი მიგრანტების რაოდენობა უსაფრთხო და მართვად დონეზე დაბრუნდება.