„შარშან, 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწარმოთა 32%-ს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში, თითქმის 140 000 ვაკანსია შეადგინა. ეს, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქვეყანას ძლიერი ეკონომიკური ზრდა აქვს, მაგრამ ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია.
„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბაზარზე კვალიფიციური მუშახელია. გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ არ არის მიწოდება, ასე ვთქვათ, კვალიფიციური მუშახელისა, რაც სერიოზული პრობლემაა. ჩვენ 2-3 წლის წინ გვქონდა პირიქით მდგომარეობა. დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. მაგალითს გეტყვით, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები, ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ. ასევე, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები. ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობა. სულ, სააგენტოში, დღეის მდგომარეობით, 10 000-მდე ვაკანსიაა დაფიქსირებული“, - თქვა ღარიბაშვილმა.
მანვე განმარტა, რომ ხელისუფლებამ 2012 წლიდან მოყოლებული პროფესიული განათლების ბიუჯეტი გააოთხმაგა, დღეისათვის 30 საჯარო პროფესიული კოლეჯია შექმნილი და წელს მათი ბიუჯეტი 95 მილიონი ლარია.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მოიშველია მის ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემები და აღნიშნა, რომ ბოლო 3 წელიწადში, სიღარიბე და უმუშევრობა შემცირდა.
„სიღარიბე და უმუშევრობა დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე. თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებელი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა − 27%-ზე მეტი. დღეს არის დაახლოებით 17% უმუშევრობის მაჩვენებელი და სიღარიბე − 15%-ზე ჩამოსული.
ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში ბოლო 10 წელიწადში.
ამიტომ, ჩვენ ახლა ამ გამოწვევას რომ ვუპასუხოთ, საინტერესო კონცეფცია შევიმუშავეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ფარგლებში, მთავრობა იწყებს სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრირებას, რაც ხელისუფლების მოლოდინების თანახმად, ბავშვებს სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს პროფესიულ უნარებს, შესძენს მათ კონკრეტულ პროფესიას და ამის შემდეგ მათ ექნებათ საშუალება, თავად გადაწყვიტონ, გააგრძელონ თუ არა სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში.
2022 წელს ქვეყანა 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა, რაც 2012-2022 წლებში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. 2021 წელს ეს მაჩვენებელი - 40,825 იყო. 2012-2022 წლებში, საქართველო ჯამში 244,966-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა.