ბოლო რვა წლის განმავლობაში, საქართველოდან ექსპორტზე დაახლოებით 700 000 ავტომობილის კატალიზური კონვერტორი გავიდა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
„სამწუხაროდ, ძალიან მასშტაბურია ექსპორტი. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლიდან, თუ არ ვცდები, დღემდე 700 000 კატალიზატორი იქნა ქვეყნიდან გატანილი, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, თამამად შემიძლია ვთქვა.
ჩვენი რეგისტრირებული ავტომობილების ავტოპარკი დაახლოებით მილიონ-ნახევარია, მაგრამ გზაზე ნაკლები დადის და თუ ჩავთვლით, რომ დაახლოებით მილიონი დადის გზებზე, 700 000 უკატალიზატორო ავტომობილი არის ძალიან მძიმე სურათი.
სწორედ ამიტომ, 2020 წლის აპრილიდან დარეგისტრირებულ ავტომობილებს მოეთხოვებათ, რომ აუცილებლად ჰქონდეს კატალიზატორი ტექინსპექტირების დროს, ესეც მოწმდება“, - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობს პრაქტიკა, როდესაც ავტომობილების მფლობელები კატალიზატორებს ტექნიკური ინსპექტირების დღისთვის თხოულობენ ან ქირაობენ.
„ეს რომ ავიცილოთ თავიდან, უმსხვილეს ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში, სადაც ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს, ვიწყებთ გზებზე გამონაბოლქვის კონტროლს. სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები პირველ ეტაპზე გააჩერებენ იმ ავტომობილებს, რომლებსაც ვიზუალურად დაუფიქსირდება გამონაბოლქვი, სპეციალური აპარატურით შეამოწმებენ და თუ მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, შესაბამისი სანქციები იქნება გამოყენებული. ეს მოგვცემს იმ ეფექტს, რომ მაქსიმალურად შემცირდება ეს მავნე პრაქტიკა და ავტომობილები გზებზე გამართული წვის სისტემით ივლიან არა ერთი დღე, არამედ მუდმივად“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.
საქართველოდან ავტომობილის კატალიზატორების ექსპორტი სამი წლით აიკრძალება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, მთავრობის შესაბამის დადგენილებას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება და ის დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
გარდა ამისა, 2024 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალება, 2025 წლიდან კი ეს აკრძალვა ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებზეც გავრცელდება. მთავრობა ამ გადაწყვეტილებებს გაუმართავი ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურების პრობლემით ხსნის.
