საქართველოდან ავტომობილის კატალიზური კონვერტორის ექსპორტი სამი წლით აიკრძალება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
მინისტრის თქმით, მთავრობის შესაბამის დადგენილებას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება და ის დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
„სამწუხაროდ, პრაქტიკაა ქვეყანაში, რომ ავტომანქანებიდან ხდება კატალიზატორების ამოღება და რეალიზაცია შემდგომი ექსპორტის მიზნით. ე.წ. კატალიზატორი შეიცავს გარკვეულ ძვირფას მეტალებს, რომლის გამოც მათ საკმაოდ მაღალი ღირებულება აქვთ და აქედან გამომდინარე, ახორციელებენ ამ ოპერაციას. შედეგად, საბოლოო ჯამში, ზიანი ადგება გარემოს, ვინაიდან ისეთი ავტომანქანებიდან, რომელსაც კატალიზატორი არ აქვს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხი უფრო მაღალია.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდოს, აიკრძალოს კატალიზატორების ექსპორტი ქვეყნიდან, გარკვეული ვადით, სამი წლის ვადით, ვიდრე ჩვენს მიერ არ იქნება მიღებული „ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის რეგლამენტი“, რომელიც სამინისტროს მიერ შემუშავებულია და წარედგინება მთავრობას, რომელიც ამ საკითხებს საბოლოოდ დაარეგულირებს“, - განაცხადა შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
გარდა ამისა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა აპირებს, 2024 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აკრძალოს. 2025 წლის პირველი იანვრიდან ეს აკრძალვა ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებზეც გავრცელდება.
