საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა კი აიკრძალება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ამ გადაწყვეტილებებს გაუმართავი ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურების პრობლემით ხსნის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების „ევრო 5“-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.
ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევიდეს ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ. არსებობს გარკვეული მოსაზრებები და ამის თაობაზე გვინდოდა, რომ უფრო მეტი გონივრული ვადა მიგვეცა.
აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება „ევრო 5“-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხომაზე.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი ქვეყანაში ჰაერის ორი პრობლემური დამაბინძურებელია, აზოტის ორჟანგით ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო კი მოძველებული და გაუმართავი ავტოტრანსპორტია.
„ამ დამბინძურებლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება უმსხვილეს ქალაქებში, თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში, მარნეულში, ხაშურში, ახალციხესა და ჭიათურაში. აღნიშნული პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქში დგას, სადაც ყოველდღიურად ყველაზე მეტი ავტომობილი მოძრაობს. თბილისში ნორმების გადაჭარბება 25-დან 13 ლოკაციაზე ფიქსირდება და ამ ლოკაციებზე, რიგ ქუჩებზე გადაჭარბება ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. რაც ყველაზე მეტად ყურადსაღებია, ჩვენ გასულ წელს გავზომეთ ჰაერის ხარისხი და ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაზრდილია მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების მოცულობა. ამას სჭირდებოდა დროული რეაგირება.
ჩვენ ასევე გადავხედეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. რეგიონში არც ერთი ქვეყანა აღარ დარჩა, რომელმაც „ევრო 5“-ის სტანდარტზე არ გადაიყვანა მთელი ავტოპარკი და ეს რეგულაციები მანამდე უკვე შემოღებული აქვს ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის, ჩვენს მეზობლებს სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც. ევროპაზე, რა თქმა უნდა, აღარ მაქვს საუბარი. ევროპაში დიდ ხანია, ეს სტანდარტია დაწესებული.კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, არ შეეხება არც ერთ უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილს. საუბარი არის იმ ავტომობილზე, რომელსაც შეიძენენ 2024 წლის პირველი იანვრიდან. პრაქტიკაში ეს იქნება 2013 წელს გამოშვებული ავტომობილები და უფრო ახალი ავტომობილები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ერთგვარ ბიზნესად არის გადაქცეული ე.წ. კატალიზატორების საკითხი.
„შევისწავლეთ საკითხი და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ გამოვცემთ ცალკე დადგენილებას და აიკრძალება ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა, რადგან სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან კატალიზატორს და შემდეგ ყიდიან უცხოეთში.
ეს არის პრობლემის მთავარი გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მალე შედეგი გვექნება, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ. პარალელურად, გარემოს ეროვნული სააგენტო სისტემატურად დაიწყებს ხარისხის შემოწმებას, ასევე ავტომობილების. უკვე მიმდინარე წლიდან ჩვენ დავიწყებთ თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს გზებზე, სპეციალური აპარატურის საშუალებით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, საწვავის ხარისხი სისტემატურად მოწმდება და ქვეყანაში „ევრო 5“-ის სტანდარტის საწვავი შემოდის.