საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა მიატოვა და მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა 8429 ბავშვს, რაც 2020 წელთან შედარებით 1725 ბავშვით მეტია. სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი, ისევ ყველაზე მაღალია თბილისში (2947 ბავშვი, საერთო რაოდენობის 35 %), ქვემო ქართლსა (1970 / 23.4 %) და კახეთში (714 / 8.5 %).
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ბიჭების მხრიდან შედარებით უფრო ხშირია სწავლის მიტოვება. 8429 ბავშვიდან 3689 გოგოა, 4740 ბიჭი.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „საქართველოს ამბებს“ განუცხადეს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საჯარო სკოლა ვალდებულია 16 წლამდე ასაკის მოსწავლეების მიერ არ დაუშვას სწავლის მიტოვება/მოსწავლის გარიცხვა, თუმცა
გასულ წელს 4103 ბავშვს მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა მე-9 კლასამდე, 4326 ბავშვს 9 კლასის დამთავრების შემდეგ.
სამინისტროს განმარტებით, საბაზო საფეხურის (9 კლასის) დასრულების შემდეგ სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა სწავლის შეწყვეტა ყველა შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე არ გააგრძელებს სწავლას საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგალითად პროფესიულ სასწავლებელში.
სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, რომელიც სამინისტროდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, 8429 ბავშვიდან პროფესიულ კოლეჯში სწავლა გააგრძელა 1140-მა. 2073 ბავშვს მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა მშობლის/მოსწავლის განცხადების საფუძველზე; 1619-ს ზედიზედ გაცდენის ზღვრული რაოდენობის გამო, 2698-ს კი ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების გამო. ეს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემეთან შედარებით (1357) ორჯერ არის გაზრდილი. მუშაობის დაწყების გამო სწავლა მიატოვა 324-მა ბავშვმა, დაოჯახების გამო 36-მა, გარდაცვალების გამო 92-მა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 87-მა.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, მისასალმებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ჩარიცხვისა და მათი სტატუსის შეჩერების წესში 2021 წელს შესული ცვლილებები. კერძოდ, გაცდენების მაქსიმალური რაოდენობა 90 დღიდან შემცირდა 45 დღემდე; ბავშვის მიერ სწავლის მიტოვების თავიდან ასაცილებლად, სკოლა ვალდებული გახდა მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესზე დაუსწრებლობის მიზეზები დროულად მოიკვლიოს და შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს, მათ შორის, საქმეში ჩართოს სოციალური მუშაკი.