2023 წელს საქართველოში მოსწავლის სტატუსი 10 430 მოსწავლეს შეუჩერდა. უმეტეს შემთხვევაში სტატუსის შეჩერების საფუძველი საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრება იყო. 404-მა არასრულწლოვანმა სკოლა მუშაობის დაწყების მიზეზით მიატოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 2 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 3 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 4 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
- 5 ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, კამიტის შესაძლო გამოყენება გამოიძიონ
- 6 „ქართული ოცნების“ წევრმა, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, რომელიც განათლების სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა, 10 430-დან 1598 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების საფუძვლით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო 2647 მოსწავლე.
გასულ წელს 38-მა არასრულწლოვანმა ქორწინების/ნიშნობის მიზეზით მიატოვა სკოლა. შედარებისთვის, 2022 წელს 47-მა გოგომ და ერთმა ბიჭმა შეწყვიტეს განათლების მიღება დაოჯახების მიზეზით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო გოგოები ხშირად წყვეტენ განათლების მიღებას და შემცირების მიუხედავად, მონაცემები მაინც საგანგაშოა.

დამატებით, სკოლებიდან ამოირიცხა 2944 მოსწავლე (აქედან 233 მოსწავლე დონის დაძლევის საფუძვლით), 27 მოსწავლე კი სკოლიდან გარიცხეს.
საბოლოო ჯამში, სტატუსი შეუჩერდა, დონის დაძლევით ამოირიცხა და გაირიცხა 13 401 მოსწავლე (5817 გოგო და 7584 ბიჭი). 2022 წელს ეს მაჩვენებელი 12 792 იყო, 2021 წელს - 8429, ხოლო 2020 წელს - 6704.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 210 კერძო და 2086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, მოსწავლეთა საერთო რაოდენობა კი 634 679 შეადგენს.
