2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელი იქნება. მთავრობის წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, წამლების ღირებულებას საშუალოდ 40%-ით გააიაფებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო დაახლოებით 1100 დასახელების პრეპარატზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
„წამლის ბაზარი რომ წარმოვიდგინოთ, ეს რეგულაცია იანვრიდან დაახლოებით 200 მილიონი ლარის მედიკამენტებს შეეხება, ხოლო შემდეგ ეტაპზე, ყველა დარჩენილ სარეცეპტო მედიკამენტებზე გავრცელდება. ვფიქრობ, ეს დაახლოებით მეორე კვარტლიდან მოხდება, შემდეგ კი ყველა მედიკამენტზე გავრცელდება. შესაბამისად, უკვე მომდევნო წლის ბოლომდე ზედა ზღვარი გვექნება დაწესებული ყველა მედიკამენტზე, რეფერენტული ქვეყნების მიხედვით და მოქალაქეებს უკვე ნაკლები ფასის გადახდა მოუწევთ.
რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, ზოგიერთ შემთხვევაში, პირველ დარღვევაზე სანქცია გაფრთხილება იქნება, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე 5-დან 45 ათას ლარამდე დაჯარიმება. სანქციები გავრცელდება როგორც საცალო ქსელში არსებულ აფთიაქებზე, ისე დისტრიბუტორებსა და ბითუმად მოვაჭრეებზე. ასევე, მათ ვალდებულება ექნებათ, ინფორმაცია ონლაინრეჟიმში მოგვაწოდონ, სადაც ჩვენ ბაზებსაც დავინახავთ და იმასაც, რა ფასად ყიდიან მედიკამენტებს. აღსრულების ნაწილს ეს გაცილებით გაგვიმარტივებს“, - აღნიშნა აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, „რეფერენს ქვეყნების“ განსაზღვრა ახლა მიმდინარეობს და მათი რაოდენობა მაქსიმუმ 4-5 იქნება. განიხილება „უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები“.
„ეს ქვეყნები არის ზომის, ეკონომიკის, მოსახლეობის რაოდენობის და სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. ეს არ არის ჩვენი მოგონილი კრიტერიუმები - ჩვენ გვყავს როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი კონსულტანტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით, რომლებმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში რეფერენტული ფასები დანერგეს. ზუსტად იმ გამოცდილებას ვითვალისწინებთ. ამ ქვეყნების შერჩევის შემდეგ, ნებისმიერ მოლეკულაზე, რაც ჩვენთან იყიდება, იმ ბაზრებზე მოვიძიებთ, მედიკამენტი რა ბრენდული დასახელებით იყიდება, საშუალოს გამოვიყვანთ და ჩვენთან იქნება ის ფასი, მაქსიმალური ზღვარი საბითუმოდ გასაყიდი მედიკამენტის. ეს არ არის მედიკამენტზე კონკრეტული ფასის დაწესება. ეს არის კონკრეტული ჭერის განსაზღვრა - რა ფასზე ზევითაც რეალიზაციას ვერც საბითუმო და ვერც აფთიაქები ვერ მოახდნენ, ხოლო საბითუმოდან აფთიაქამდე განვსაზღვრავთ კონკრეტულ მარჟას, რა მარჟის დამატებასაც უკვე აფთიაქი შეძლებს“, - განმარტა ზურაბ აზარაშვილმა.
მთავრობა აცხადებს, რომ მისი ინიციატივით, 2022 წლის მარტიდან თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად საქართველოში მედიკამენტების ღირებულება 60-80%-ით შემცირდა.