36 ქვეყანა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რუსული კანონი გააუქმოს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 56-ე სესიაზე ლიეტუვამ 36 ქვეყნის სახელით გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიღებულ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონთან დაკავშირებით და ის დამიანის უფლებებისთვის სერიოზულ საფთხედ შეაფასა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

36 ქვეყანა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს რუსული კანონი, შეწყვიტოს მომიტინგეების დაშინება და დაიცვას სამოქალაქო საზოგადოება, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება.

„ჩვენ ვიზიარებთ უმაღლესი კომისრის მიერ თავის გლობალურ ანგარიშში გამოთქმულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და განსაკუთრებით ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ეს კანონი სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას საქართველოში.

კანონი მიზნად ისახავს მსუსხავი ეფექტი იქონიოს მედიის, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე, მათი ხმის ჩახშობის მიზნით.

კანონი მიღებულ იქნა ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების იგნორირებით და საერთაშორისო საზოგადოების არაერთგზის მოწოდების, მათ შორის ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტების მიუხედავად, თავი შეეკავებინათ კანონმდებლობის წინ წაწევისგან.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“, შეწყვიტოს დაშინების კამპანია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება კანონს და დაიცვას გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.

სამოქალაქო საზოგადოება არის დემოკრატიის ხერხემალი, რომელიც ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების, ჭეშმარიტი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენისადმი მდგრადობის უზრუნველყოფას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სრულად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს კანონის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენების ყველა აქტი, მიიღოს შესაბამისი ზომები მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების ან ოპოზიციის აქტივისტების, ჟურნალისტების და მედიის სხვა მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავი შეიკავოს რიტორიკისგან, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში.

ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების მიმართ მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლებას რუსულ კანონთან დაკავშირებით შემდეგი ქვეყნები მიმართავენ:

  1. ალბანეთი
  2. ლიეტუვა
  3. ავსტრია
  4. ლუქსემბურგი
  5. ბელგია
  6. მალტა
  7. ბულგარეთი
  8. მონაკო
  9. კანადა
  10. მონტენეგრო
  11. ხორვატია
  12. ნიდერლანდები
  13. კვიპროსი
  14. ნორვეგია
  15. ჩეხეთი
  16. პოლონეთი
  17. დანია
  18. პორტუგალია
  19. ესტონეთი
  20. რუმინეთი
  21. ფინეთი
  22. სლოვენია
  23. საფრანგეთი
  24. ესპანეთი
  25. შვედეთი
  26. გერმანია
  27. საბერძნეთი
  28. შვეიცარია
  29. უკრაინა
  30. ისლანდია
  31. ირლანდია
  32. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდია
  33. იტალია
  34. ამერიკის შეერთებული შტატები
  35. ლატვია
  36. ლიხტენშტეინი
საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).