ანა დოლიძის თქმით, სააპელაციო სასამართლოში არ შეუშვეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც დღეს საარჩევნო დავების განხილვის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. სასამართლოს ეზოს ჭიშკარი ჩაკეტილია და იქ პოლიციის კორდონი დგას. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ანა დოლიძეს პროცესზე დასასწრებად შიგნით შესვლის უფლება არ მისცეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ნელ-ნელა თავი ამოვყავით რუსეთის ფედერაციაში. ასეთი სასამართლო პროცესები არის საჯარო საქართველოს კონსტიტუციით. მოსამართლისთვის საქმის ჩამორთმევა არ შეიძლება. ნახეთ, გადათელილია ყველაფერი, ამოხეულია ეს ფურცლები ამათი კონსტიტუციიდან და ეს არის ძალიან საშიში. სხვათა შორის, ადრე ნანახი მაქვს ეს პროცესები, ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩაბარებულიყო და აქ უნდა ყოფილიყო თავისუფალი სასამართლო. გირგვლიანის პროცესების დროსაც აქ დავდიოდი და ზუსტად ასეთი ამბავი იყო

რაც მოხდა გაყალბების საქმეებზე, არის უკანონო, რადგან მოსამართლეებს ჩამოართვეს საქმეები და გადასცეს ერთ მოსამართლეს - ყველაზე სანდოს, გამობრძმედილს, რომელიც სავარაუდოდ გააუქმებს ყველა იმ ნათელ წერტილს, მათ შორის, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადასტურა, რომ არჩევნებზე ფარულობა იყო დარღვეული, მთავარი კონსტიტუციური უფლება, რომ ჩვენ თავისუფალი არჩევანი გავაკეთოთ იყო დარღვეული“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

არასამთევრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციას. „მან თავს უფლება მისცა, რომ სასამართლოს ჭიშკარი დაეკეტა. უშვებენ მხოლოდ მხარეებს და მედიას, ხოლო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესებს აკვირდებიან, არა. ეს მიუღებელია, რადგან კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება უნდა ხორციელდებოდეს ღიად და გამჭვირვალედ. ესენი არღვევენ კონსტიტუციას“, - თქვა ჯანეზაშვილმა.

საარჩევნო დავების განხილვა სააპელაციო სასამართლოში 12:00 საათიდან იწყება. მოსამართლე იოლონა თოდუა განიხილავს „სამართლიანი არჩევნების“ საქმეებს, რომლებიც გორის, ჩუღურეთისა და კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიებს ეხება. როგორც ორგანიზაციის იურისტმა ხატია ცეცხლაძემ თქვა, გორის შემთხვევაში ბათილი ბიულეტენების, ხოლო ჩუღურეთსა და კრწანისში შედგების გადათვლას ითხოვენ.

14:00 საათზე სააპელაციო სასმართლო აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შეტანილ საჩივრებს განიხილავს. ორგანიზაცია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისია თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მის გაუქმებას ითხოვს. 4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, ყველა სხვა რაიონული სასამართლოსგან განსხვავებით, პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და თეთრიწყაროსა და წალკის 30 საარჩევნო უბნის (ელექტრონული) შედეგები ბათილად ცნო. მოსამართლემ საქმის განხილვის დროის მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩაატარა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ აპარატში ბიულეტენების მოთავსებისას, გაკეთებული არჩევანი ხილვადია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.