ანაკლიის კონსორციუმმა საერთაშორისო არბიტრაჟში მთავრობის წინააღმდეგ დავა წააგო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავა წააგო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კონსორციუმის დამფუძნებელმა და პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ არბიტრაჟის გადაწყვეტილებას „გულდასაწყვეტი“ უწოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„იყო საქმე, რომელიც წარმოებდა საერთაშორისო არბიტრაჟში, ეს იყო საქმე „ხაზარაძე-ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“ და ამ შემთხვევაშიც საქართველო გამოვიდა გამარჯვებული ერთი მარტივი მიზეზის გამო - სახელმწიფო ყოველთვის იცავს წესებს, როდესაც მოქმედებს. ეს პრაქტიკა დაინერგა საქართველოში 2012 წლის შემდეგ და სწორედ ამის გამოა, რომ ყველა საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში, მათ შორის არბიტრაჟში, საქმეებს იგებს ხოლმე სახელმწიფო, სადაც წარმოებს დავა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის.

ხაზარაძე-ჯაფარიძეც არიან ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათაც სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა სიმართლემ და სახელმწიფომ, რომელიც მოქმედებს სამართლიანი წესების შესაბამისად ყველა შემთხვევაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მანამდე, მამუკა ხაზარძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც მან და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შეიტანეს.

„არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა. თანამედროვე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ანაკლიის პორტი, რომელიც დღეს დიდი ხნის აშენებული და ამუშავებული იქნებოდა, საქართველოს მოსახლეობას უზარმაზარ შესაძლებლობებს შეუქმნიდა. პორტი, თუ სწორად განვითარდებოდა, ათიათასობით ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“, რუსეთის დაკვეთით, წლების განმავლობაში ჯერ შეაფერხა ჩვენი მუშაობა ამ პროექტზე, შემდეგ კი სრულად დაბლოკა მისი განხორციელება“, - დაწერა ხაზარაძემ. არბიტრაჟის გადაწყვეტილების დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის საინვესტიციო ხელშეკრულება 2016 წელს გაფორმდა. სტრატეგიულ პროექტად შეფასებული პორტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და კონსორციუმის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მიიღეს მონაწილეობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შედიოდნენ TBC Holding (საქართველო) და Conti Internmational (აშშ).

2019 წელს გენერალურმა პროკურატურამ TBC Holding-ის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და მათ ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვისთვის წარუდგინა. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბრალის წარდგენა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად მოხდა. 2020 წელს მთავრობამ კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა მის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძვლით.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა ბობ მეიერმა 2020 საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელებით მოთხოვნილი იყო სახელმწიფოს მხრიდან მიყენებული ზარალის ანაზღაურება, რაც, მომჩივანი მხარის დაანგარიშებით 1 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებდა, რომ ეს თანხა მოიცავდა კონსორციუმისა და ბობ მეიერის დანაკარგს, რაც იყო პირდაპირი შედეგი „საქართველოს მთავრობის კამპანიისა, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის“. კონსორციუმმა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC) წარადგინა, ხოლო ბობ მეიერმა - საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID).

2024 წლის 29 მაისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიულ პროექტში კერძო ინვესტორი ჩინური კონსორციუმი იქნება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).