ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზური ე.წ. პასპორტების აშშ-სა და ევროკავშირში სამოგზაურო დოკუმენტად აღიარებას ითხოვს. „გადაადგილების თავისუფლების საკითხი“ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს 4-5 აპრილს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„შეხვედრები გვქონდა თანათავმჯდომარეებთან და ამერიკულ დელეგაციასთან, რომელსაც ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ჩვენ მორიგჯერ დავაყენეთ გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხი. საუბარი ეხებოდა აფხაზური ეროვნული პასპორტების, როგორც გადაადგილების დოკუმენტის, აღიარებას. მივუთითებთ საერთაშორისო პრაქტიკაზე - არსებობს პრეცედენტები მსოფლიოში და ეს, რა თქმა უნდა, არის კოსოვო, ტაივანი, ჩრდილოეთ კვიპროსი.
თუ ვსაუბრობთ კოსოვოზე, მაშინ ევროკავშირში არიან ქვეყნები, ესპანეთი, საბერძნეთი, სლოვენია, რომლებიც არ ცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, აღიარებენ კოსოვოს პასპორტებს და გაცემენ ვიზებს ამ ქვეყნის პასპორტებზე. ამასთან, ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არ ნიშნავს აფხაზეთის ავტომატურად აღიარებას. საუბარია იმაზე, რომ მოიხსნას გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვა“, - განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ.
ტუჟბას თქმით, ევროკავშირს ამ საკითხზე საკმაოდ მკაცრი და კონსერვატიული პოზიცია აქვს, განსხვავებით ამერიკელებისგან, რომლებიც აიმედებენ, რომ „საკითხის გადასაწყვეტად რაღაც ფორმის მოძებნას შეეცდებიან“.
„რატომ ვაყენებთ ამ საკითხს - ჩვენი ქვეყნის ბევრ მოქალაქეს მეორე, რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რომელიც, მიუხედავად ყველა სირთულისა, მსოფლიოში გადაადგილების საშუალებას იძლევა. ჩვენთან, რესპუბლიკაში ცხოვრობს საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა (25-30%), რომლებიც სხვადასხვა მიზეზით არ ფლობენ მეორე, რუსეთის მოქალაქეობას. ძირითადად ახალგაზრდები მოკლებული არიან შესაძლებლობას, გავიდნენ აფხაზეთის საზღვრებს გარეთ, გარდა რუსეთისა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისაც კი არ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა“, - აღნიშნა ტუჟბამ.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, პასპორტების აღიარების საკითხთან საქართველოს პირდაპირი კავშირი არ აქვს: „მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხი ჰუმანიტარული ხასიათისაა, ყველას მშვენივრად გვესმის, რომ გადაწყვეტილება საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ დონეზე უნდა იქნეს მიღებული. თუმცა, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა და აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ქართველი ოპონენტები მოვლენების ამგვარ განვითარებას წინააღმდეგობას გაუწევენ“.
ევროკავშირი საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემულ პასპორტებსა და სხვა სამგზავრო დოკუმენტებს არ აღიარებს. ამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა 2022 წლის ნოემბერში მიიღო. შესაბამისად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირები რუსეთის მიერ გაცემულ პასპორტებს ვიზის მიღებისა და ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის მიზნით ვერ გამოიყენებენ.