უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა უკრაინის NATO-ში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით კომპრომისების შესაძლებლობა რუსეთთან ტერიტორიების საკითხზე შესაძლო მოლაპარაკებების კონტექსტში. გამოცემა European Pravda-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ ვილნიუსის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 3 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 4 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
- 5 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 6 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, თითქოს, ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია განზრახ არიდებენ თავს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მკაფიო ვადების დასახელებას იმ შემთხვევისთვის, თუ გაწევრიანების საკითხი რუსეთთან მოლაპარაკების საგანი გახდება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება მოღალატეობრივი პოზიციები ბაიდენის და შოლცის მხრიდან, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არასდროს გავცვლით ჩვენს ნებისმიერ ტერიტორიას ნებისმიერ სტატუსზე, მაშინაც კი, თუ ეს იქნება ერთი სოფელი, სადაც ერთი ბაბუა ცხოვრობს. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და არასოდეს გავცვლით მას „გაყინულ კონფლიქტზე“. ეს არასოდეს მოხდება. ჩვენი პოზიციის შესახებ მკაფიოდ იციან პარტნიორებმა“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვილნიუსის სამიტზე NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ალიანსში მიწვევა შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ამაზე მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები იქნება შესრულებული. კონკრეტული ვადები არ დასახელებულა. ამასთან, NATO-გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ გაწევრიანების გზაზე უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP-ის) მიცემის ეტაპი გაუქმდება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ერთნაირად გვესმის პირობები, როდის და როგორ შეუერთდება უკრაინა NATO-ს. ცალსახაა ის ფაქტი, რომ უკრაინა NATO-ში იქნება, რომ NATO-ს წევრობით არავინ არავისთან ივაჭრებს, რომ ეს არის რეალური პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება უკრაინაში უსაფრთხოების ვითარებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში, დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა, უკრაინის მონაწილეობით, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ, კანადამ, აშშ-მა, საფრანგეთმა და იაპონიამ, ისევე როგორც ევროკავშირმა, შეათანხმეს უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები, რაც მიზნად ისახავს მისი თავდაცვის გაძლიერებას და რუსეთის მომავალი აგრესიის შეკავებას. ეს მოიცავს უკრაინისთვის თანამედროვე სამხედრო ტექნიკის მიწოდებას, უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას და დაზვერვის მონაცემების გაცვლასაც. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას პირველად აქვს უსაფრთხოების ფუნდამენტი NATO-სკენ მიმავალ გზაზე.
