ვილნიუსის სამიტზე NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ალიანსში მიწვევა შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ამაზე მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები იქნება შესრულებული. კონკრეტული ვადები არ დასახელებულა. ამასთან, NATO-გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ გაწევრიანების გზაზე უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP-ის) მიცემის ეტაპი გაუქმდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„დღეს მოკავშირეებმა შეათანხმეს სამი ელემნტისგან შემდგარი პაკეტი, რომელიც უკრაინას NATO-სთან უფრო დააახლოებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, პირველი ელემენტი ახალი მრავალწლიანი დახმარების პროგრამაა, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს NATO-ს სტანდარტებზე გადავიდეს და დაეხმარება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის აღდგენაში, ასევე დაფარავს კრიტიკულ საჭიროებებს, როგორებიცაა საწვავი, განაღმვის აღჭურვილობა და სამედიცინო მარაგები. მეორე ელემენტი გულისხმობს NATO-უკრაინის საბჭოს შექმნას, რაც იენს სტოლტენბერგის თქმით, იქნება ფორუმი კრიზისული კონსულტაციებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის, სადაც უკრაინას შეხვდებიან, როგორც თანასწორს.
„მესამე - ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და შევთანხმდით წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნის მოხსნაზე. ეს უკრაინის წევრობის გზას ორსაფეხურიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცსად აქცევს. ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ უკრაინას NATO-ში გაწევრიანების მოწვევას გავუგზავნით, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება. ეს არის ძლიერი პაკეტი უკრაინისთვის და ნათელი გზა NATO-ში მისი წევრობისთვის“, - აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა.
ჟურნალისტების შეკითვაზე, რა არის ის პირობები, რომელიც უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ უკრაინამ NATO-ს წევრობისთვის მიწვევა მიიღოს, იენს სტოლტენბერგმა დაასახელა ომის დასრულება, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზება მათი მმართველობის გასაძლიერებლად, კორუფციასთან ბრძოლის ჩათვლით.
ვილნიუსის სამიტის კომუნიკე რუსეთთან ურთიერთობებსაც ეხება.
„ჩვენ ვესწრაფით სტაბილურობას და პროგნოზირებადობას ევროატლანტიკურ ზონაში და NATO-სა და რუსეთს შორის. NATO არ ეძებს კონფრონტაციას და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. რუსეთს ვერ მივიჩნევთ ჩვენს პარტნიორად მისი მტრული პოლიტიკისა და ქმედებების ფონზე. ჩვენს ურთიერთობებში ნებისმიერი ცვლილება დამოკიდებულია იმაზე, რომ რუსეთი შეაჩერებს თავის აგრესიულ ქცევას და სრულად შესაბამისობაში მოვა საერთაშორისო კანონმდებლობასთან“, - ვკითხულობთ კომუნიკეში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხდა, რომ სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ იდეალური იქნებოდა, თუ უკრაინა მიწვევას მიიღებდა.