ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას და სრატეგიული პარტნიორობის კომისია შექმნეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
როგორც ბლინკენმა განაცხადა, კომისია იძლევა საფუძველს, ქვეყნებმა ორმხრივი თანამშრომლობა გააფართოვონ ისეთ ძირითად სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა, დემოკრატია, სამართლიანობა, ინკლუზია და ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ერთად მუშაობა, სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ დიდწილად ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჩვენ გავაფართოვეთ თანამშრომლობა. ეს გავაკეთეთ ენერგეტიკაში და ახლა მზად ვართ დავიწყოთ მოლაპარაკებები „123-ე შეთანხმებაზე“ მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობისთვის. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ეტაპია. ვფიქრობ, ეს ხაზს უსვამს რამდენიმე რაღაცას: ორმხრივ ერთგულებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სტანდარტების და ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართ. ეს ასევე ხსნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ბირთვული ენერგეტიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობისთვის.
ჩვენ ვმუშაობთ სომხეთთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროშიც. კერძოდ, იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ სომხეთის ძალისხმევას, განიმტკიცოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე. უახლოეს კვირებში, ჩვენი საბაჟო და სასაზღვრო პატრულის გუნდი გაემგზავრება სომხეთში, რათა იმუშაოს სომეხ კოლეგებთან სასაზღვრო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებაზე, უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სომხეთის სამშვიდობო შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისეთი წვრთნებით, როგორიც Eagle Partner-ია“, - თქვა ბლინკენმა.
როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობა წვლილს შეიტანს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. ამ საკითხს ხაზი გაუსვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
„ჩვენ გვჯერა, რომ სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასია ყველა რეგიონალური აქტორისა და უფრო ფართო საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია. სომხეთი რჩება მშვიდობის დღის წესრიგის, მისი განხორციელების ერთგული და მჭიდროდ თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან ამ საერთო მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა არარატ მირზოიანმა.
მისივე თქმით, სომხეთი მზად არის გააგრძელოს მუშაობა შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში ასახული ამბიციური მიზნების შესასრულებლად.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა ერევნის სუვერენული უფლებაა და რომ მოსკოვი არ აპირებს სხვა ქვეყნებს უთხრას, ვისთან უნდა დაამყარონ ურთიერთობა. ლავროვის თქმით, მთავარია არა დოკუმენტის დასახელება ან ხელმოწერის ფაქტი, არამედ ასეთი პარტნიორობის პრაქტიკული შედეგები.
რუსეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (ОДКБ) ფარგლებში სომხეთის მთავარი პარტნიორი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ორგანიზაციის წევრობას ოფიციალურად ინარჩუნებს, მის საქმიანობაში მონაწილეობა ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვს.